მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Flydubai ბათუმის აეროპორტში ფრენებს აღადგენს

60815fb041cd8
BM.GE
22.04.21 15:36
1159
Flydubai ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში ფრენებს აღადგენს - ამის შესახებ განცხადებას თავად ავიაკომპანია აკეთებს.
დუბაი-ბათუმის ფრენები მიმდინარე წლის 1 მაისიდან აღდგბა. FlyDubai თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ფრენებს უკვე ასრულებს. 

ავიაკომპანიის ვიცეპრეზიდენტის, ჯეიჰუნ ეფენდის განცხადებით Flydubai მოხარულია ბათუმში აღადგინოს რეისები. 

"ბათუმი არაერთი წლის განმავლობაში ჩვენ მგზავრებს შორის საკმაოდ კარგი პოპულარობით სარგებლობდა. ჩვენ მას ვამატებთ ზაფხულის განრიგში და გამოვთქვამთ იმედს, რომ საერთაშორისო ფრენებზე შეზღუდვები ეტაპობრივად შემცირდება. ახალი რეისების დაჯავშნა ჩვენს ვებგვერდზე flydubai.com-ზე არის შესაძლებელი,"- აღნიშნავს ჯეიჰუნ ეფენდი. 

ავიაკომპანიის განცხადებით, ფრენები 1 მაისიდან 1 სექტემბრამდე, კვირაში სამი სიხშირით - ოთხშაბათობით, ხუთშაბათობით და კვირაობით შესრულდება. ორმხრივი ბილეთის (ეკონომ კლასი) ღირებულება 385 დოლარიდან იწყება.

ზაფხულის სეზონზე Flydubai მსოფლიოს 46 ქვეყანაში, 79 მიმართულებით შეასრულებს რეისებს.