მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Flydubai და Air Arabia თბილისიდან დამატებით რეგულარულ ფრენებს შეასრულებენ

61937fa2c78fc
მარიამ ვარადაშვილი
16.11.21 13:54
591

სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ინფორმაციით, Flydubai და Air Arabia საქართველოს მიმართულებით დამატებით რეგულარულ ფრენებს შეასრულებენ.

კერძოდ, სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში ავიაკომპანიების მიერ წარდგენილი ფრენების განაცხადის შესაბამისად, Flydubai დუბაისა და თბილისს შორის 30 ნოემბრიდან 5 დეკემბრის ჩათვლით 16 დამატებით რეგულარულ ფრენას შეასრულებს.

Air Arabia კი შარჯასა და თბილისს შორის 30 ნოემბრიდან 4 დეკემბრის ჩათვლით 4 დამატებით რეგულარულ ფრენას შეასრულებს. 

სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ ავიაკომპანიებს აღნიშნული მიმართულებებით ოპერირების ნებართვა 12 ნოემბერს მიენიჭა.