მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Flyhelp: 3000 მგზავრმა 3 მლნ ლარზე მეტის კომპენსაცია მიიღო

5e02042ef1bb8
ვიქტორია მღებრიშვილი
24.12.19 18:15
1207
3000 მგზავრმა 3 მლნ ლარზე მეტის კომპენსაცია მიიღო, - ასე აფასებს კომპანია Flyhelp 2-წლიან საქმიანობას.

კომპანიის ინფორმაციით, ამ პერიოდისთვის სასამართლოში მგზავრთა ინტერესების დასაცავად 4 დავას აწარმოებენ.

„2 წლის განმავლობაში, 3000-მა მგზავრმა დაიბრუნა კომპენსაცია; დაბრუნებული კომპენსაციის რაოდენობა 3 მილიონ ლარზე მეტია. გვაქვს 4 მიმდინარე დავა სასამართლოში ავიაკომპანიების წინააღმდეგ. გავასაჩივრეთ 20-ზე მეტი დავა მედიაციის საბჭოში. ჩვენი 700-ზე მეტი საჩივარი დაკმაყოფილდა ავიაკომპანიების მიერ და მგზავრებმა მიიღეს კომპენსაცია. ვამაყობთ ჩვენი შედეგებით“, - აღნიშნულია კომპანიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ცნობისთვის: Flyhelp 2017 წლის ნოემბერში დაარსდა. ის არის პირველი კომპანია, რომელიც საქართველოში ავიამგზავრებს რეისის გადადებისას, გაუქმებისას ან გადაჯავშნისას კომპენსაციის მიღებაში დახმარებას სთავაზობდა.