მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

FlyHelp: ავიამგზავრები რეისის გადადებისას, კომპენსაციის მიღებად ევროკავშირიდანაც გვიკავშრდებიან

5b3a1d293cefe
მარიამ ადამია
02.07.18 16:39
2079
კომპანია FlyHelp, ქართველი ავიამგზავრების გარდა, რეისის გადადებისას, გაუქმებისას ან გადაჯავშნისას, კომპენსაციის მიღებაში დახმარებას ევროკავშირის ქვეყანების დაზარალებულებსაც სთავაზობს. როგორც კომპანიის დამფუძნებლები BMG-სთან აცხადებენ, ხშირია რეისების დაგვიანებისა და გაუქმების პრაქტიკა, რომელიც მსოფლიოს მასშტაბით ყველა რეისის დაახლოებით 2%–ს შეადგენს და ამ რიცხვში სახელდება: Ryanair, Alitalia, Airfrance და კიდევ ბევრი ისეთ ავიაკომპანია, რომელიც საქართველოს ბაზარზე არ არის წარმოდგენილი, ხოლო ქართველი მგზავრების გარდა, ხშირია ასევე უცხოელი დაზარალებულების რაოდენობაც.

"ყველა ავიაკომპანიასთან, ჩვენ ვსარგებლობთ იმ ოფციით, რომ ვამზადებთ სარჩელს, რომელსაც მეილის საშუალებით, ან ოფიციალურად ვებ–გვერდზე ვუგზავნით და ვთანამშრომლობთ საჩივრების განხილვის დეპარტამენტთან. პრობლემა ავიარეისებზე ყველა ავიაკომპანიაში ფიქსირდება, თუმცა განსაკუთრებით ხშირი ეს სზაფხულის პერიოდშია. ჩვენს კომპანიას კი ჯერ არ ჰქონია შემთხვევა, როდესაც დაზარალებული ავიამგზავრი არ დაკმაყოფილებულიყო", – აცხადებს კომპანია FlyHelp-ის თანადამფუძნებელი ვატო ფარცხალაძე.