მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Flynas რეისებით კვირაში 3,500-ზე მეტი მხარჯველუნარიანი ტურისტი ჩამოვა - მარიამ ქვრივიშვილი

609a79c81da99
ვიქტორია მღებრიშვილი
11.05.21 18:00
2379
Flynas საუდის არაბეთის 3 ქალაქიდან საქართველოში თბილისსა და ბათუმში, კვირაში 21 რეისს შეასრულებს.
აღნიშნულ ფაქტს ტურიზმის ადმინისტრაციის ყოფილი ხელმძღვანელი, დღეს კი პარლამენტის წევრი მარიამ ქვრივიშვილი საკუთარ ფეისბუქ გვერდზე ეხმაურება.

ფეისბუქ პოსტში აღნიშნულია, რომ ავიარეისებით საქართველოს კვირაში 3,500-ზე მეტი მხარჯველუნარიანი ტურისტი ეწვევა. 

"17 მაისიდან, კვირაში 21 რეისი - რიადი, ჯედადა და დამამიდან თბილისის და ბათუმის მიმართულებით პირდაპირ რეისებს საუდის არაბეთის ეროვნული ავიაკომპანია Flynas طيران ناس შეასრულებს.

კოვიდ-19 დროს კვირაში 21 რეისის ოპერირება საქართველოს ტურიზმის უდიდესი პოტენციალის, ნდობის და ჩვენი ქვეყნისადმი დიდი სიყვარულის გამოხატულებაა ავიაკომპანიის მხრიდან, რადგან ასეთი მოცულობის ფრენები ამავდროულად უდიდესი ფინანსური რისკია ავიაკომპანიისთვის.

ჩვენი ქვეყნისთვის, კი ეს უდიდესი შესაძლებლობაა გავაძლიეროთ ტურიზმის სექტორი და კვირაში 3,500-ზე მეტ მხარჯველუნარიან ტურისტს ვუმასპინძლოთ საუდის არაბეთიდან!

მადლიერი ვარ იმ მხარდაჭერისთვის და თანამშრომლობისთვის, რაც გვაკავშირებს ავიაკომპანიასთან და მის გუნდთან!“, - წერს მარიამ ქვრივიშვილი.