18.მარტი .2023 15:20

ფონ დერ ლაიენი აცხადებს, რომ გაზზე ფასის შემცირება ევროკავშირის ერთიანი ქმედებების შედეგია

ფონ დერ ლაიენი აცხადებს, რომ გაზზე ფასის შემცირება ევროკავშირის ერთიანი ქმედებების შედეგია
views 670
უკან

ევროკომისიის თავმჯდომარე ურსულა ფონ დერ ლაიენი მიიჩნევს, რომ ბუნებრივ აირზე ფასის შემცირება ევროკავშირის ერთიანმა ქმედებებმა განაპირობა.

კერძოდ, ფონდერ დერ ლაიენი აცხადებს, რომ ევროპაში ბუნებრივი გაზის ფასი, რომელმაც გასული წლის აგვისტოში რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, მას შემდეგ შემცირდა რაც ბლოკმა ამ გამოწვევას ერთიანი საპასუხო ზომებით უპასუხა.

“იმ დროიდან, როცა ერთიანად ვიმოქმედეთ ბაზრის დივერსიფიცირების მიმართულებით, რათა თავი აგვერიდებინა რუსული გაზისთვის, ფასი შემცირდა”,-თქვა ფონ დერ ლაიენმა ჩრდილოეთის ზღვაში გაზის პლატფორმაზე სტუმრობის დროს.

ომის დაწყებიდან ძალიან მალე, სანქციების საპასუხოდ რუსეთმა ევროკავშირის ქვეყნებს გაზის საფასურის რუბლში გადახდა მოსთხოვა. სანქცია შეეხო კრემლის მიერ მანამდე გამოცხადებულ “არამეგობარ” ქვეყნებს, რომლებსაც რუსული გაზის მიღების სანაცვლოდ, Gazprombank-ში სპეციალური ანგარიშიც უნდა გაეხსნათ. ევროპის სხვადასხვა ქვეყანამ მაგალითად: პოლონეთმა, ბულგარეთმა და ნიდერლანდებმა რუბლში გადახდაზე უარი თქვეს, რის გამოც რუსეთმა მათ გაზის მიწოდება შეუწყვიტათ. მოგვიანებით კრემლმა გააჩერა Nord Stream, საიდანაც მისი ყველაზე მსხვილი მომხმარებელი გერმანია იღებდა ბუნებრივ გაზს. გაზსადენის გაჩერებამ ევროპაში ბუნებრივ გაზზე ფასის ზრდა გამოიწვია. დღეს მდგომარეობით კი ევროპაში მეგავატი საათის ფასი 43 ევრომდეა შემცირებული.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა