მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ფონდს პოსტკრიზისულ პერიოდში ეკონომიკის განვითარებაში წვლილის შეტანა სურს

5eccf60bdd89f
BM.GE
26.05.20 15:12
1174
"საპარტნიორო ფონდმა თავისი ძალიან მნიშვნელოვანი როლი უნდა შეასრულოს პოსტკრიზისული პერიოდის ეკონომიკური განვითარების დიდ საქმეში", - ამის შესახებ bm.ge-ს საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა, დავით საგანელიძემ განუცხადა.

„გარკვეული მოსაზრებები მთავრობასთან აქტიური თანამშრომლობის შედეგად არსებობს და იმედი მაქვს ალბათ უკვე მოვახერხებთ, მოვიცლით ვიფიქროთ ასეთ საკითხებზე, იმიტომ რომ ვფიქრობ, საპარტნიორო ფონდმა თავისი ძალიან მნიშვნელოვანი როლი უნდა შეასრულოს პოსტკრიზისული პერიოდის ეკონომიკური განვითარების დიდ საქმეში. დღეს, როცა ვსაუბრობთ გარკვეული ინვესტიციების მოზიდვაზე, როცა ვსაუბრობთ ეკონომიკური პოტენციალის გაძლიერებაზე, ამ შემთხვევაში ე.წ ექვითი კაპიტალი ბიზნესისთვის ჟანგბადივით მნიშვნელოვანია და ეს რესურსი, ფორმა, ამის დიდი გამოცდილება საპარტნიორო ფონდს გააჩნია“, - განაცხადა საგანელიძემ.

კითხვაზე, იმ პირობებში, როცა ფონდს ეკონომიკური აქტივობა შეზღუდული აქვს, იღებენ თუ არა საპარტნიორო ფონდის თანამშრომლები სახელფასო ანაზღაურებას, საგანელიძე გვპასუხობს:

"გაჩერებულები არც ერთი დღე არ ვყოფილვართ. თანამშრომლების გარკველი ნაწილი ონლაინ რეჟიმში მუშაობდა. ოფისი ღიაა, თანამშრომლები მუშაობენ. გავაკეთეთ ის, რომ შევამცირეთ ანაზღაურება ზოგიერთ სტრუქტურაში და ძირითად ოფისში და ისეთი სტრუქტურა როგორიცაა ბორჯომი-ლიკანის სასტუმრო, რომელიც 100%-ით საპარტნიორო ფონდის განკარგულებაშია, დროებით დავხურეთ როგორც სხვა სასტუმროები. შესაბამისად შევინარჩუნეთ მთლიანად პოტენციალი და გარკვეულად ხელფასის ცოტა შემცირება გავაკეთეთ, იმის გამო, რომ ადამიანები არ მუშაობენ, სრულ ანაზღაურებას ვერ იღებენ. ივლისიდან ვფიქრობთ, სასტუმროს გავხსნით და ადამიანები დაუბრუნდებიან თავიანთ სამუშაო ადგილებს“.