მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Forbes: 100 წამყვანი ეკონომიკის ღირებულება წელს $13 ტრილიონით შემცირდა

5fb55e08f077c
მარიამ ადამია
19.11.20 00:14
1019
მსოფლიოს 100 წამყვანი ეკონომიკის ღირებულება 2020 წელს 13 ტრილიონ დოლარზე მეტად შემცირდა, შესაბამისად Brand Finance-ის რეიტინგში მიმდინარე წელს ცვლილებებია.

ერთადერთი რაც უცვლელი რჩება, ეს აშშ-ის ლიდერობაა. ამ ქვეყანაში კრიზისისა თუ 14,5%-იანი ეკონომიკური ვარდნის მიუხედავად, აშშ-მა შეძლო კვლავ მსოფლიოს წამყვანი ბრენდის სტატუსის შენარჩუნება და მისი ბრენდის ღირებულება 23.7 ტრილიონი დოლარია. თუმცა, აშშ-ის ბრენდის მოცულობა წინა რეიტინგთან შედარებით 3 ტრილიონზე მეტად არის შემცირებული.

მეორე პოზიცია ჩინეთს ერგო წილად - 18,8 ტრილიონი დოლარის ღირებულებით. ამასთან, 2019 წლის რეიტინგთან შედარებით კლება 1 ტრილიონ დოლარზე ნაკლებია. მაშინ როდესაც აშშ და ევროპა პანდემიის მეორე ტალღას ებრძვიან და­ ვი­რუ­სის­ მას­შ­ტა­ბუ­რი­ გავ­რცე­ლე­ბით­ გამოწვეულ ეკონომიკურ სირთულეებთან გამკლავებას ცდილობენ, ჩინეთმა ვირუსის შეკავება შეძლო. 2020 წლის მესამე კვარტალში ქვეყანაში 4.9%-იანი ზრდაც დაფიქსირდა.

რაც შეეხება მესამე და მეოთხე ადგილებს, მას წელს იაპონია და გერმანია ინაწილებენ. იაპონია ამ შემთხვევაში დაწინაურებულია და 4 ტრილიონი დოლარის ღირებულებით სამეულშიც მოხვდა, ხოლო გერმანია, რომელიც ბრენდების სიძლიერის რეიტინგში ლიდერია, 21,5%-იანი კლებითა და 3,8 ტრილიონი დოლარის მაჩვენებლით, ისევ მეოთხეა. მას კი მოსდევს დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი, ინდოეთი და კანადა.

რაც შეეხება ათეულს, გასაკვირია ის ფაქტი, რომ 2020 წელს ერთი პოზიციით დაწინაურდა იტალია და მან მეცხრე ადგილი დაიკავა. ეს დაწინაურება მოხდა იმის მიუხედავად, რომ წელს ქვეყანაში 10.6%-იანი ეკონომიკური ვარდნაა.

მეცხრედან მეათე ადგილზე ჩამოქვეითდა სამხრეთ კორეა.

შეგახსენებთ, რომ ეროვნული ბრენდების შეფასება თავისთავად გულისხმობს რიგ სხვადასხვა პარამეტრს. მათ შორის ქვეყნის ეკონომიკას, საინვესტიციო და ტურისტულ მიმზიდველობას და პოლიტიკურ მდგომარეობას.

სწორედ ამ კრიტერიუმების გათვალისწინებით, მსოფლიოს უმახვილესი 100 ბრენდის რეიტინგში ირლანდია არის ერთადერთი, სადაც კლება არ ფიქსირდება, პირიქით აქ ეროვნული ბრენდების ღირებულება 11%-ით ანუ 670 მილიარდი დოლარით გაიზარდა. რაც უმეტესწილად, ძლიერი ეკონომიკის ექსპორტისა და სამომხმარებლო ხარჯების დამსახურებაა. განსაკუთრებულად ნეგატიური კი პანდემია არგენტინისთვის აღმოჩნდა, სადაც ეროვნულ ბრენდებზე ყველაზე დიდი, 57%-იანი კლება დაფიქსირდა. თუმცა რეალურად, არგენტინა პანდემიამდეც ეკონომიკურ კრიზისში იყო. ახლა კი მისი ეკონომიკა კიდევ 11.8%-ით შემცირდება.