ტურიზმის ეპოქაში, ტრადიციული მიმართულებების, ანუ პარიზის, ტოკიოს ან თუნდაც ნიუ-იორკის მონახულებაზე აქტუალური, იმ ადგილების აღმოჩენა გახდა, რომლებიც ახალია, უცნობი და ჯერ კიდევ აუთვისებელი ტურისტების მხრიდან. სწორედ ასეთ 10 მიმართულებას ასახელებს გამოცემა Forbes-ი, სადაც 2020 წლისთვის დროის, ფულის და ენერგიის დახარჯვა ღირს.
ჩამონათვალში პირველი, ურუგვაის უძველესი ქალაქი – კოლონია-დელ-საკრამენტო დასახელდა. ქალაქი და პორტი სამხრეთ ურუგვაიში, მისი ფერადი ქუჩებითა და 300–წლიანი მონასტრით, იუნესკო–ს ძეგლთა დაცვის სიაშია შესული.
რაც შეეხება სამხრეთ–აღმოსავლეთ აზიის კუნძლებს, აქ გამორჩეული ვიეტნამში მდებარე კონ-დაოა, სადაც ერთ-ერთი საუკეთესო სანაპირო ზოლი მდებარეობს, თავისი ბუტიკ სასტუმროებითა და ხედებით, მის მიღმა კი, ძველი ისტორიული ქალაქი იმალება.
ახალ მიმართულებებს შორის სახელდება ლაგოსიც – მეგაპოლისი, რომელიც ტურისტებმა წლებია დაივიწყეს, თუმცა ის დღემდე აფრიკის კონტინენტის უმსხვილეს ქალაქად ითვლება, სადაც შეგიძლიათ დაისვენოთ როგორც ველურ ბუნებაში, ოკეანის ხედით, ასევე თანამედროვე ძვირადღირებულ სამყაროში.
თუმცა, თანამედროვე სამყაროში ველური ტურიზმი გაცილებით მიმზიდველი გახდა, ვიდრე კომფორტული, ამიტომაც თუკი ცხოველთა სამყარო, მკაცრი ბუნება და უგზოუკვლოდ ხეტიალი თქვენი სტიქიაა, 2020 წელს იმოგზაურეთ კამბოჯაში, მონდულკირიზე.
ტროპიკული ტყეები, ეკო-მეგობრული გარემო და სიწყნარე იმ პირობების არასრული ჩამონათვალია, რომლებსაც ბელიზში მდებარე პუნდა გორდას კურორტი დამსვენებლებს სთავაზობს, მზის ჩასვლისა და უზარმაზარი მთები ხედებით.
გამოცემა ასევე გვირჩევს როტერდამს, რომელიც ხშირად ამსტერდამის ჩრდილქვეშ ექცევა, ისევე როგორც – სან ანტონიო, რომელიც ისტორიული და კულტურული კერაა, თუმცა ტურისტებს ტეხასში სხვა ღირსშესანიშნაობები უფრო აინტერესებთ და იზიდავთ.
2020 წლის საუკეთესო სამოგზაურო მიმართლებებს შორის არის ჩილეც, კონკრეტულად სან-ტიაგო, რომელიც მთებით, სანაპიროებითა და უდაბნოებით, მსოფლიოში ერთ–ერთი ყველაზე მრავალფეროვანი მიმართულებაა. მე-19 საუკუნის ნეო-კლასიკური არქიტექტურა, თანამედროვე დიზაინი, ხელოვნება და რა თქმა უნდა ღვინო, ამ ქალაქში მოგზაურობას დაუვიწყარ მოგონებებებად აქცევს.
და ბოლო ორ ადგილს ათეულში, ჩეხეთის ქალაქი ტელჩი და სომხეთის დედაქალაქი ერევანი ინაწილებენ, რომლებიც იუნესკო–ს ძეგლთა დაცვის სტატუსს ატარებენ და რომლებიც ნაკლებად პოპულარული და მონახულებადი მიმართულებებია ტურისტების მხრიდან, თუმცა Forbes-ის წყალობით, 2020 წელს მათ მიმართ ინტერესი სავარაუდოდ გაიზრდება.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
დღეს კომენდანტის საათი დროებით უქმდება
Wolt-ის და Glovo-ს ტარიფები აბსურდულია - რაზე ვერ შეთანხმდნენ რესტორნების წარმომადგენლები მიტანის კომპანიებთან?
ვუნდერკინდი, რომელმაც უნივერსიტეტი მიატოვა, მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერია
ბრიტანეთის მარეგულირებელი Pfizer/BioNTech-ის ვაქცინაზე მოქალაქეებს აფრთხილებს
ალექსანდრე ძნელაძე: "საბანკო სესხების მინიმუმ 3-თვიან გადავადებაზეა საუბარი"
ხვალიდან თბილისის რამდენიმე ქუჩაზე მოძრაობა იზღუდება
პანდემიის დროს საქართველოში წითელ ტუჩსაცხზე მოთხოვნა გაიზარდა – Voulez-vous
ფილტვები, თავის ტვინი, გული - სად ტოვებს კვალს covid-19?
ასტეროიდი, რომლის ღირებულებაც მსოფლიო ეკონომიკას 70 000-ჯერ აღემატება
მიხეილ ლომთაძე კომპანია Kaspi-ს LSE-ზე განთავსების შედეგად მილიარდერი გახდა
პიკისგან გვაშორებს 2-3 კვირა, სწორედ ამ დროს მოხდება მთავარი დარტყმა სამედიცინო სისტემაზე – ინფექციონისტი
ჟენევამ მსოფლიოში ყველაზე მაღალი მინიმალური ხელფასი დააწესა – საათში $25
"უნიკალური ხიდი ხაშურის შემოვლით გზაზე"- ვინ განახორციელა პროექტი?
რატომ შეიკრიბა 400 ექიმი ჩაქვში? - ღონისძიების ორგანიზატორი
მოთხოვნადი სასწავლო პროგრამებისა და უმაღლესი სასწავლო დაწესებულებების რეიტინგი 2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგებით
თბილისში, ეზოები ნაგავშემკრები კონტეინერებისგან გათავისუფლდება - რას გულისხმობს პროექტი
გიორგი გახარია 200-ლარიანი კომპენსაციის მიღების მსურველ ოჯახებს მიმართავს
რა არ მიეკუთვნება ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს – ცვლილებები საგადასახადო კოდექსში
კახეთში ახალი სასტუმრო “ამპელო” გაიხსნა
კომპანია Sinohydro-მ საქართველოში კიდევ ერთი გზის მშენებლობა დაასრულა