26.ივნისი .2020 23:19

Forbes: აშშ-ში ძვირად ღირებულ სახლებზე მოთხოვნა გაიზარდა

views 384
უკან

მაისის თვეში აშშ-ს ძვირად ღირებულ საბინაო ბაზარზე ფასების და მოთხოვნის ზრდა ფიქსირდება. ამის შესახებ ინფორმაციას ამერიკული Forbes-ი Realtor.com-ის მონაცმებზე დაყრდნობით ავრცელებს.

Realtor.com-ის მონაცმებით, საიტზე განთავსებული უძრავი ქონების ფასი 6.1%-ით გაიზარდა გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ხოლო მოთხოვნა 10-21%-ის ფარგლებშია გაზრდილი.

Realtor.com-ის ანალიტიკოსის განცახდებით, ძვირად ღირებულ სახლებზე მოთხოვნა, შეძლებულ ადამიანებში დამატებითი სივრცის ქონის გაზრდილმა სურვილმა გააჩინა, რაც კორონავირუსის გამო მოწოდებით „დარჩით სახლში“ არის გამოწვეული.

მოთხოვნა ძირითადად გაზრდილია ვილებზე, რომლებიც მათი ძირითადი სახლებიდან არცთუ მოშორებით მდებარეობს, მაგალითად როგორიც არის ჰემპტონი, ფალმ სფრინგი, კალიფორნია, გრინვიჩი, კონექტიკუტი.

Realtor.com-ის განცხადებით, ჰემპთონში განთავსებულ ძვირად ღირებული ქონების მიმართ ინტერესი იანვრის შემდეგ 56%-ით გაიზარდა, ხოლო წლიურ ჭრილში 72%-ით არის გაზრდილი. რაც შეეხება ფალმ სფრინგს და გრინვიჩს, შესაბამისად 28%-ით და 24%-ით არის გაზრდილი.

Realtor.com-ი აღნიშნავს, რომ უჭირთ პროგნოზირება რამდენად შენარჩუნდება მოთხოვნის და ფასების ზრდა დარჩენილი წლის განმავლობაში.