მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Forbes: ახალი რეკორდი - ბიტკოინის ღირებულებამ $50 000-ს გადააჭარბა

61236817cf541
მარიამ ადამია
23.08.21 15:16
1980
მაისის შემდეგ პირველად ბიტკოინმა მის მაქსიმალურ ღირებულებას, 50 000 დოლარს მიაღწია. როგორც Forbes წერს, მიმდინარე წლის ივნისი-ივლისის პერიოდი კრიპტოვალუტებისთვის არ იყო წარმატებული. აპილში ბიტკოინის ღირებულებამ 64 000 დოლარს მიაღწია, თუმცა ივნისში მისი ფასი 30 000 დოლარამდე დაეცა, რასაც ექსპერტები ჩინეთის მთავრობის მხრიდან კრიპტო ინდუსტრიაზე გააქტიურებულ ზეწოლას უკავშირებენ. თუმცა ბოლო დღეებში კრიპტოვალუტის ბაზრაზე პოზიტიური ტენდენციები შეიმჩნევა, რასაც ხელს უწყობს ბიზნეს-სექტორის მხარდაჭერაც. 

მაგალითად, კომპანია PayPal-მა განაცხადა, რომ პლატფორმა დიდ ბრიტანეთში მომხმარებლებს შესაძლებლობას მისცემს კრიპტოვალუტა გამოიყენონ. ხოლო Tesla-ის გენერალურმა დირექტორმა, ილონ მასკმა განაცხადა, რომ მისი კოსმოსური კომპანია SpaceX ამ დროისთვის ფლობს როგორც ბიტკოინს, ასევე სხვა დანარჩენ კრიპტოვალუტასაც. გარდა ამისა, მასკის თქმით, მომხმარებლებს ელექტრომობილების შეძენა კომპანიაში ამიერიდან ბიტკოინის საშუალებითაც შეუძლიათ.

ხოლო Twitter-ის დამფუძნებელი და გენერალური დირექტორი, ჯეფ დორსი ამბობს, რომ მომავალში კრიპტოვალუტა შეიძლება გახდეს სოციალური ქსელის შემადგენელი ნაწილი და განსაკუთრებით ბიტკოინი, რომელიც ტვიტერის განვითარების პროცესებში, ერთ-ერთი მთავარი ტენდენცია გახდება, ხელოვნურ ინტელექტთან და დეცენტრალიზაციასთან ერთად.

ამასთან, Bloomberg-მა გაარკვია, რომ კრიპტოვალუტით ყიდვა-გაყიდვის პროცესს ინტერნეტ გიგანტი Amazon-იც უერთდება და მომხმარებლებს ვაჭრობის ამ გზასაც სთავაზობს.