მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Forbes: ბიზნესმენები, რომლებიც საკუთარი კომპანიებიდან გამოაგდეს

5d9a28e9a706d
მარიამ ადამია
06.10.19 23:00
3616
ბიზნეს ისტორიაში, არაერთი წარმატებული ბიზნესმენია, რომლებმაც მოიფიქრეს იდეა, შექმნეს ინოვაციური კომპანია, იმუშავეს მის გაზრდაზე, განვითარებაზე და საბოლოოდ, თავისივე შექმნილი კომპანიიდან გამოაგდეს. თუმცა აქ მნიშვნელოვანია კითხვა, თუ ვინ იმარჯვებს ამ ომში, ის ვინც ჭკვიანია და კომპანია შექმნა, თუ ისინი, ვინც ამბიციების გამო არასწორ გადაწყვეტილებას იღებს.

ფორბსმა სწორედ ამ ბიზნესმენების სია შეადგინა, რომლის სათავეშიც სტივ ჯობსი დგას.

არცერთ ანტრეპრენერს არ გამოუწვევია ისეთი დიდი აღფრთოვანება და დავა ბოლო 50 წლის განმავლობაში, როგორიც სტივ ჯობსს. გასაოცარი არაფერია, ის სრულიად უჩვეული ადამიანი იყო. გენიოსი, რომელმაც საჯარო გამოსვლები და კომპიუტერის დიზაინი ხელოვნებად აქცია, თუმცა თურმე გენიოსებსაც აგდებენ სამსახურიდან და თანაც თავისი შექმნილი კომპანიიდან.

ეს გადაწყვეტილება დაპირისპირებას მოჰყვა, ხოლო თანამშრომელების ხმათა უმრავლესობით, ჯობსი გადადგა. შედეგად, Apple-ის აქციების ფასი მინიმუმამდე დაეცა, კომპანიამ კი ასეულობით მილიონი დაკარგა, ამიტომ 1997 წელს ისევ დაბრუნდა გენერალური დირექტორის პოზიციაზე.

გამოგდებულ ბიზნესმენებს შორის არის ჯეკ დორსიც, ჩვენი დროის ერთ-ერთი წარმატებული ბიზნესმენი, რომელიც ასევე ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სოციალური ქსელის Square-ის გენერალური დირექტორია და 2008 წელს, საკუთარი კომპანიიდან გამოაგდეს, თუმცა ეს გადაწყვეტილება ყველაზე მეტად თავად კომპანიისთვის იყო დამაზიანებელი და 7 წლის განმავლობაში მხოლოდ რეგრესი გამოიწვია, ამიტომ ჯეკ დორსი ისევ უკან დაბრუნდა.

მისგან განსხვავებით, თავად თქვა უარი კომპანიის ხელმძღვანელობაზე, რომლის თანადამფუძნებელიც თვითონ იყო - ტაქსის გამოძახების მობილური აპლიკაციის - Uber-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, ტრების კალანიკმა, რომლის დეპარტამენტიც წლების განმავლობაში არაჯანსაღ სამუშაო გარემოს ქმნიდა და სასტიკ ბიზნესტაქტიკას იყენებდა წარმატების მისაღწევად.

მას სექსუალურ შევიწროვებაშიც კი ადანაშაულებდნენ, ამიტომაც ინვესტორებმა სთხოვეს კალანიკს, რომ დაეტოვებინა თანამდებობა და მიეცა საშუალება Uber-სთვის, რომ განვითარებულიყო და შეეცვალა სამყარო უკეთესობისკენ. და ასეც მოხდა. ბიზნესმენის ქონება Forbes-ის მიხედვით, 3,5 მილიარდი დოლარია.

რაც შეეხება შონ პარკერს, ის მართალია არ არის კომპანიის დამფუძნებელი, თუმცა Facebook-ის განვითარებაში და წარმატებაში საკმაოდ დიდი წვლილი მიუძღვის. სწორედ ის დაეხმარა მარკ ცუკენბერგს დასაწყისში სოციალური ქსელისთვის ფინანსების მოზიდვაში და შემდეგ პრეზიდენტის თანამდებობაც შეითავსა, თუმცა აქაც მისი ისტორია გამოგდებით დასრულდა, რადგან მას პოლიციამ კოკაინი აღმოუჩინა და დააპატიმრა.

გზა წარმატებისკენ არც Best Buy-ის დამფუძნებლისთვის, რიჩარდ შულცისთვის იყო მარტივი, თუმცა მთავარი შეცდომა იყო გუნდში არასწორი ადამიანის აყვანა, რომელიც თანამშრომლებს სექსუალურად ავიწროვებდა, შულცი კი ამ ყველაფერს მალავდა, თუმცა მოგვიანებით ამბავი არ დაიმალა და ორივე, შულციც და მისი მფარველობის ქვეშ მყოფიც, სამსახურიდან გააგდეს.