მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Forbes-ი მიხეილ ლომთაძეზე: იმიგრანტი განვითარებადი ქვეყნიდან, რომელიც წარმატებულ ტექ-კომპანიას მართავს

60db538bde680
BM.GE
29.06.21 23:00
926
Forbes-ის სტატია იმ წარმატებულ ტექ-კომპანიებზე, რომელთაც განვითარებადი ქვეყნებიდან ჩამოსული ემიგრანტები მართავენ, მიხეილ ლომთაძისა და მისი კომპანიის განხილვით იწყება.

„დიდი ალბათობით, აქამდე აშშ-ში არავის სმენია საქართველოში დაბადებული მიხეილ ლომთაძის შესახებ. მაგრამ 2020 წლის ოქტომბერში მან მსოფლიო ერთ-ერთი ყველაზე მიმზიდველი აქციების პირველადი საჯარო შეთავაზებით (IPO – Initial public offering) გააოცა“, – წერს სტატიის ავტორი.

მიხეილ ლომთაძე წარმატებული ყაზახური ფინტექ-კომპანია Kaspi-ის თანადამაარსებელი და მთავარი აღმასრულებელი დირექტორია. გასულ წელს Kaspi ლონდონის საფონდო ბირჟაზე განთავსდა, რის შემდეგაც კომპანიის საბაზრო ღირებულება 80%-ით გაიზარდა, რაც იმას ნიშნავს, რომ Kaspi-იმ Nasdaq-ის, Tesla-სა და ბიტკოინის ზრდის მაჩვენებელსაც გადაუსწრო. თავად მიხეილ ლომთაძე კი, რომლის ქონება $3.8 მილიარდად შეფასდა, წელს Forbes-ის ქართველი მილიარდერების სიას შეუერთდა.

სტატიის ავტორს მიაჩნია, რომ ახალჩამოსულ ადამიანებს უცხო ქვეყნებში ადგილობრივებისგან განსხვავებული მუხტი შემოაქვთ. განსაკუთრებით ეს ეხება განვითარებადი ქვეყნებიდან ჩამოსულ იმიგრანტებს, რომლებსაც ბავშვობაში გამოცდილი სირთულეები სტიმულს აძლევთ, რისკებისადმი უფრო ღია იყვნენ და წარმატებას მიაღწიონ.
Forbes.ge