ამერიკული Forbes-ი ქართული წარმოების დრონზე - Project T-31-ზე სტატიას აქვეყნებს. სტატიაში მიმოხილულია დრონის მახასიათებლები. გამოცემას წყაროდ მოყვანილი ჰყავს „საქმიანი დილა“.
„პროპელერით მართული T-31, რომელიც 800 ფუნტს იწონის და შეუძლია ოთხი ჭურვის ტარება, TB-2-ის შემცირებულ ვერსიას ჰგავს“, - წერს სტატიის ავტორი.
ის ასევე 2008 წლის რუსეთთან ომს იხსენებს და აღნიშნავს, რომ მაშინ პრობლემა იყო ის, რომ საქართველო ისრაელიდან მიწოდებულ დრონებს იყენებდა. ავტორს მიხეილ სააკაშვილის განცხადებაც მოჰყავს:
„იმ დრონების კოდები, რომლებიც ისრაელში იყო ნაყიდი, ხელმისაწვდომი გახდა ჩვენი მტრისთვის ძალიან საეჭვო პირობებში და ისინი ჩამოაგდეს“, - განაცხადა 2012 წელს მაშინდელმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა.
„დრონების ზუსტი რაოდენობა და როგორ დაიკარგა ისინი ომის დროს, დღემდე უცნობია“, - დასძენს სტატიის ავტორი და ხაზს უსვამს თუ რამდენად მნიშვნელოვანი იყო საქართველოსთვის ადგილობრივი წარმოების უპილოტო საფრენი აპარატები.
ამერიკული Forbes-ის სტატიაში ასევე აღნიშნულია, რომ 2015 წელს საქართველომ კიდევ ერთი ადგილობრივად წარმოებული დრონის შესახებ განაცხადა, რომელზეც “დელტას“ უნდა ემუშავა, აღნიშნული დრონი მაშინ დამოუკიდებლობის დღის ღონისძიებაზეც იყო გამოფენილი, თუმცა, სტატიის ავტორის თქმით, მას შემდეგ ამ ამბიციური პროექტი შესახებ არაფერი გაუგია.
ცნობისთვის, სამხედრო და სადაზვერვო დანიშნულების უპილოტო ხომალდის შექმნაზე Tam Management-ის საავიაციო საწარმო გასული ორი წლის განმავლობაში მუშაობდა. კომპანიაში ფიქრობენ, რომ ახალ დრონს კომერციალიზაციის კარგი შესაძლებლობები ექნება და მისი მახასიათებლებით უცხოელი მყიდველებიც უნდა დაინტერესდნენ. როგორც გადაცემა “საქმიანი დილის” ეთერში კომპანია Tam Management-ის დირექტორის მოადგილემ მიხეილ როგავამ აღნიშნა, ხომალდს სადაზვერვო კონფიგურაციით 72 საათის განმავლობაში უწყვეტად ფრენა შეეძლება.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
ლარი ზედმეტადაა გამყარებული - TBC Capital
გურამ ბაღდოშვილი ბაკურიანში რესტორანს ხურავს - მიზეზი
ტექინსპექტირების ცენტრის თანამშრომელი დააკავეს
ემიგრაციიდან საქართველოში დაბრუნებულებს პროექტებს დაუფინანსებენ - განცხადებების მიღება გრძელდება
“ტრეფიკ თრეველის” დამფუძნებელი ცოტნე ჯაფარიძე გუდაურში დააკავეს
1-ელი აპრილიდან ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი იწყება
„დოლარი ნელ-ნელა თმობს თავის პოზიციებს” - ოთარ ნადარაია
ვის ეკუთვნის რუსთავში გახსნილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა?
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
ჩინეთის უმდიდრესმა ბიზნესმენმა ქონების 93% დაკარგა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
ხელფასები ორჯერ გავზარდეთ, თუმცა კადრების გადინება მაინც მაღალია - „კულას“ დირექტორი
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი
ბიზნესმენი რომან ფიფია საჯარო განცხადებას ავრცელებს
ქუთაისიდან სვანეთისკენ გვირაბი თუ გაკეთდა, მესტია შვეიცარიის დონის კურორტი გახდება - გურჩიანი