მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“Forbes-ის კვირა” რადიოშიც გავრცელდება

6225f43691e14
ინგა მურუსიძე
07.03.22 21:22
1211
ორშაბათობით, “ბიზნეს მედია საქართველოს” ანალიტიკური პროექტი “ფორბსის კვირა” “მედიაჰოლდინგ ჰერეთის” რადიოსადგურებში: ჰერეთზე FM102.8, ციტრუსზე FM97.3 და რადიო თბილისზეც FM93.5 გავრცელდება.

ყოველ ორშაბათს, 17:00 საათიანი ახალი ამბების დასრულებისთანავე "ჰერეთის" მსმენელს გიორგი ისაკაძის გუნდის მიერ მომზადებული პროექტის მოსმენა შეეძლება.

ახალმა ტელეარხმა BMG-მ, რომლის ერთ-ერთი პროდუქტია “Forbes კვირა”,  ქართულ სამაუწყებლო სივრცეში 6 მარტს დაიწყო მაუწყებლობა.

ტელეარხი ბიზნესისა და ეკონომიკის მიმართულებით იმუშავებს.

Business Media Georgia (“ბიზნეს მედია საქართველო”) წარმოადგენს მულტიმედიურ მედიაჯგუფს, რომელიც თავს უყრის ახალ ამბებს ბიზნესისა და ეკონომიკის შესახებ როგორც სატელევიზიო გადაცემებში, ისე ონლაინგამოცემაში.