მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Forbes-ის პროგნოზი: მომდევნო წლებში ავტომობილების გაყიდვები შემცირდება

5e2da94e9c2a6
მარიამ ადამია
27.01.20 00:15
956
Forbes-ის პროგნოზით, მომდევნო წლებში ავტომობილების გაყიდვები შემცირდება. გამოცემის ცნობითვე, 2019 წელს ავტომობილების გაყიდვებმა რეკორდულ მინიმუმამდე იკლო და აისახა მათ შორის ისეთ უმსხვილეს საავტომობილო ბაზრებზე, როგორებიცაა ჩინეთი - 10%-იანი და აშშ - 1,3%-იანი კლებით. კლების ტენდენცია, ანალიტიკოსების შეფასებით, მომდევნო წლებშიც გაგრძელდება.

Forbes წერს, რომ ამის მიზეზი რამდენიმეა, თუმცა მათგან მთავარი ქარშეარინგის და ტაქსის განვითარება-დახვეწაა. მეორე ფაქტორი კი, სწრაფი ტექნოლოგიური პროგრესია ანუ ადამიანების უმრავლესობა ფიქრობს, რომ არ შეიძინოს ახალი ავტომობილი, რადგან შეიძლება ხვალ კიდევ უფრო უკეთესი გამოვიდეს და ამიტომ მოლოდინის რეჟიმში არიან, შესაბამისად, გადაწყვეტილების მიღებას და ყიდვას არ ჩქარობენ.

ასევე, არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ ადამიანები ბიუჯეტურ ცხოვრებას ანიჭებენ უპირატესობას და ფიქრობენ, რომ მანქანა ძვირი სიამოვნებაა, თავისი სადაზღვევო პაკეტით და საწვავით. ასე რომ, სატრანსპორტო საშუალებას არ ყიდულობენ, ხოლო საჭიროების შემთხვევაში, „ქარშეარინგის“ მომსახურებით სარგებლობენ, მაგრამ ვინც მაინც გადაწყვეტს ყიდვას, ისევ და ისევ ბიუჯეტურ, ჰიბრიდებს ანიჭებს უპირატესობას, ამიტომაც მცირდება ავტომობილების გაყიდვების რაოდენობა მსოფლიოში.

რიგით მესამე ტრენდი კი, რომელსაც Forbes-ის პროგნოზით, მომდევნო წლებში შეამჩნევთ, უფასო საპარკინგე ადგილების შემცირებაა. როგორც გამოცემა წერს, უფასო პარკინგის პირობებში, მძღოლები გაცილებით ხშირად გადაადგილდებიან ავტომობილით, რაც ქალაქებში გადატვირთული მოძრაობის ნომერ პირველი მიზეზია, ხოლო რაც უფრო დიდია პარკინგის გადასახადი, მით უფრო ნაკლებად იყენებენ მანქანებს და გადაადგილდებიან საზოგადოებრივი ტრანსპორტით. ასე კი გაცილებით ბევრი პრობლემის არიდება ხდება ქვეყნებში და ამ პრაქტიკას უფრო და უფრო მეტი მთავრობა მიმართავს.

რაც შეეხება მეორადი ავტომობილების ბაზარს, გამომდინარე იქიდან, რომ ახალ ავტომობილებზე სულ უფრო იმატებს ფასები, მომხმარებლები, ცხადია, მეორად ავტომობილებს ყიდულობენ, ამიტომაც ამ ბაზრის წილი პირიქით იზრდება და მომდევნო წლებშიც ასე გაგრძელდება, თუმცა მიუხედავად ამისა, მაინც იცვლება მოთხოვნები ტრადიციული ავტომობილების მიმართ და ახლა ძირითადად, ინტერესია ელექტრომობილების და უპილოტო ავტომობილების მიმართ.