მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Forbes-ის უმდიდრესი ამერიკელების რეიტინგში ტრამპი 16 პოზიციით დაქვეითდა

5d95a04b65cbd
მიხეილ ხაჩიძე
04.10.19 00:20
1239

აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ქონებრივი მდგომარეობა ბოლო ორი წლის განმავლობაში უცვლელი დარჩა. Forbes-ის ყველაზე მდიდარი ამერიკელების რეიტინგში, რომელიც გუშინ გამოქვეყნდა, თეთრი სახლის ლიდერი 16 პოზიციით არის დაქვეითებული და 275-ე ადგილს იკავებს. 

Forbes წერს, რომ ტრამპის ამჟამინდელი ქონება 3,1 მლრდ აშშ დოლარს შეადგენს  და ბოლო ორი წელია, უცვლელია.


ცნობისთვის: 400 უმდიდრესი ამერიკელის სიაში ტრამპი 2018 წელს 259-ე პოზიციას იკავებდა, ხოლო 2017 წელს კი,  248-ე ადგილზე იყო.

გამოცემა აღნიშნავს, რომ ამერიკის პრეზიდენტის ფინანსური მდგომარეობა არ არის სტატიტიკური. მაგალითად, 2017 წელს ტრამპის უძრავი ქონების იმპერია დაახლოებით 600 მილიონი დოლარით დაეცა. ეს მოხდა მას შემდეგ, რაც სახელმწიფოს მეთაურის ორაზროვანმა პოლიტიკურმა გადაწყვეტილებებმა ტრამპის კოშკის მახლობლად მდებარე Niketown-ის მაღაზიისა და მაიამიში მდებარე National Doral-Golfclubs -ის ფასების  ნაწილობრივი შემცირება გამოიწვია.

ტრამპის ამჟამინდელი მდგომარეობის გათვალისწინებით, ის ყველაზე მდიდარი ადამიანია, რომელიც შტატების 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის მიღებას აპირებს.  ქონებრივად ტრამპთან ყველაზე ახლოს დემოკრატიული პარტიიდან პრეზიდენტობს კანდოდატობისთვის მებრძოლი მილიარდერი ტომ სტეიერია, რომლის ქონებაც $1.9 მილიარდად არის შეფასებული. თუმცა, აღნიშნული თანხა Forbes– ის რეიტინგში მოსახვედრადაც კი არასაკმარისია.

შეგახსენებთ, რომ Forbes-მა 2019 წლის 400 უმდიდრესი ამერიკელის რეიტინგი გუშინ გამოაქვეყნა. გამოცემის ცნობით, 400 ამერიკელის შემოსავალმა წელს მთლიანობაში, რეკორდულ მაჩვენებელს - 2.96 ტრილიონს მიაღწია, რაც 2018 წლის მონაცემებზე 2.2% -ით მეტია.

უმდიდრესი ამერიკელების სიაში პირველ პოზიციას, ძვირადღირებული განქორწინების მიუხედავად ‘’ამაზონის’’ დამფუძნებელი ჯეფ ბეზოსი ინარჩუნებს. პირველად სიაში, მე -15 ადგილზე სწორედ ბეზოსის ყოფილი მეუღლე შევიდა. მაკენზი ბეზოსის ქონება 36,1 მილიარდ დოლარად არის შეფასებული. როგორც ცნობილია, განქორწინების შემდეგ მაკენზი ბეზოსს "ამაზონის" საფონდო ბირჟის აქციების 4% დარჩა, რისი ღირებულებაც $ 35 მლრდ-ია. მდიდარი ამერიკელების რეიტინგში, მეორე ადგილზე ბილ გეითსია.

Forbes-ის რეიტინგში წელს 18 "ახალბედა" მილიარდერია, რომლებიც წელს პირველად მოხვდნენ ამ სიაში. მათ შორიაა; Epic Games- ის დამფუძნებელი ტიმ სვინი, რომელიც ასევე Orlando Bravo-ს ინვესტორია (ის ასევე გახდა პირველი მილიარდერი, რომელიც პუერტო რიკოშია დაბადებული) და ტექნოლოგიური კომპანია Roku-ს დამფუძნებელი ენტონი ვუდი.