მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Forbes: კერძო თვითმფრინავებზე მოთხოვნა გაიზარდა

61ea635506dda
მარიამ ადამია
22.01.22 00:31
1140
პანდემიის ფონზე ჩაკეტილმა საზღვრებმა, ლოქდაუნმა და ფრენებზე შეზღუდვამ, ბიზნეს-ავიაცია - სამოქალაქო ავიაციის ერთ-ერთ ყველაზე სწრაფად განვითარებად სეგმენტად აქცია. პანდემიის დროს შეძლებული ადამიანებისთვის, თვითმფრინავი გახდა არა მხოლოდ კომფორტული, არამედ უსაფრთხო მოგზაურობის საშუალებაც. ამიტომაც გაიზარდა მოთხოვნა კერძო თვითმფრინავებზე.

როგორც გამოცემა Forbes-ი წერს, ტრაფიკმა მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონში, პირველ რიგში აშშ-სა და ევროპაში, 2021 წლის შუა რიცხვებში 2019 წლის რეკორდი მოხსნა. კერძო თვითმფრინავით სარგებლობა პანდემიის დასაწყისში უსაფრთხოების ზომებით იყო განპირობებული, თუმცა ახლა უკვე ტენდენციური გახდა და ის ადამიანები, ვისაც ამის შესაძლებლობა აქვს და როგორც Forbes-ი წერს, მათი რაოდენობა არც თუ ისე მცირეა, გადაადგილებისთვის უფრო მეტ ფულს იხდიან და იზოლირებულად კერძო თვითმფრინავით იცვლიან დანიშნულების ადგილებს. კოვიდამდე პერიოდს რომ შევადაროთ მდგომარეობა, იჯარით აღებულ თვითმფრინავებზე მოთხოვნა, ბოლო ორი წლის განმავლობაში 20-50%-ით გაიზარდა.

მგზავრები აგრძელებენ ფოკუსირებას საზღვრების ღიაობაზე და ამის მიხედვით არჩევენ დანიშნულების ადგილსაც, ასე რომ ზედიზედ მეორე წელია, ზამთრის არდადეგებისთვის სტაბილურად ღია მიმართულებები ლიდერობენ და ესენია მალდივები და დუბაი. ხოლო სათხილამურო კურორტებს შორის, შვეიცარია და საფრანგეთია ფავორიტებს შორის.

რაც შეეხება ღირებულებას, მაგალითად ლონდონიდან ნიცაში ფრენის ფასი საშუალოდ 4500 ევრო იქნება, თუკი კერძო თვითმფრინავში ერთ ადგილს შეიძენთ, ხოლო მთელი თვითმფრინავის დაქირავება 25000 ევროდან იწყება.