24.ნოემბერი .2019 15:33

Forbes: კომპიუტერული თამაშების ეფექტი

views 400
უკან

„საშინელი ბიზნესი თუ ოქროს ახალი საბადო“ - ასე აფასებს ამერიკული FORBES ვიდეო თამაშების ბიზნესს და იმ ჯგუფებს, რომლებიც მილიონებს სწორედ ამ საქმით აგროვებენ. მათ გაცილებით მეტი მიმდევარი ჰყავთ სოციალურ ქსელებში, მათ შორის, YouTube-ზე, Twitter-სა და Instagram-ზე, ვიდრე მაგალითად ამერიკული ფეხბურთის გუნდებს, Dallas Cowboys-და და New York Yankees. რიცხვებში ჩაშლილად კი, ასე გამოიყურება: ვიდეო თამაშების სპორტით დაკავებულ გუნდებს სოციალურ ქსელებში 19 მილიონზე მეტი მხარდამჭერი ჰყავს, იმ დროს, როცა, მაგალითად ამერიკული ფეხბურთის გუნდების შემთხვევაში ეს 6-დან 7 მილიონამდე მერყეობს.

ზოგადად სტატისტიკურად, ვიდეო თამაშების მომხმარებლები გაზრდილია და მსოფლიოს მასშტაბით 454 მილიონ ადამიანს უტოლდება. მოსალოდნელია კიდევ ზრდა, დაახლოებით, 190 მილიონით. მომხმარებელთა უმეტესობა მამაკაცია, თუმცა არც მდედრობითი სქესი ჩამორჩება ტენდენციას. ხშირად ეს სპორტი ადამიანების შემოსავლის მთავარი წყაროც ხდება და სულ მცირე 70 ათას დოლარამდე მერყეობს წლიურად. საერთო ჯამში კი, კიბერსპორტიდან მიღებული შემოსავალი მსოფლიოს მასშტაბით, მიმდინარე წელს მილიარდს აჭარბებს, რაც 27%-ით მეტია წინა წლის მაჩვენებელზე. რაც შეეხება რეიტინგს, რომელიც ფორბსმა შეადგინა, გამოცემა ტოპ ათ გუნდს ასახელებს, რომლებიც ყველაზე მაღალშემოსავლიანები არიან და უშუალოდ ვიდეოთამაშების მიმართულებით ოპერირებენ, თუმცა სიაში მხოლოდ ისინი მოხვდნენ, რომელთა ღირებულება 100 მილიონ დოლარს აღემატება.

ვიდეო თამაშებს ძალიან ბევრი კრიტიკოსი ჰყავს, მათ შორისაა მილიარდერი მარკ კიუბანიც, რომელიც ამბობს, რომ ეს საშინელი ბიზნესია მიუხედავად იმისა, რომ თავადაც ფლობს NBA 2K ლიგაში გუნდს, თუმცა როგორც თავად ამბობს ეს მხოლოდ იმიტომ ხდება, რომ ფრენჩაიზის გადასახადი ამ სექტორში არ არსებობს და ინვესტიციის ფასიც შედარებით მცირეა.

რეალურად, ეს ის სპორტია, სადაც თანამედროვე ეპოქაში, გაცილებით მეტი ახალგაზრდაა ჩართული, უყურებს და იღებს მონაწილეობას, ვიდრე ტრადიციული სპორტის სახეობებში. ეს ცალსახად ტექნოლოგიების წინა პლანზე წამოწევამ განაპირობა და იმანაც, რომ თამაშები, მეტად ანიმაციური, რეალური და შინაარსიანი გახდა. ამიტომაც არ არის გამორიცხული რომ ბევრისთვის ვიდეოთამაშები ცხოვრების წესად იქცა. რაც შეეხება ფორბსის მიერ შედგენილ ყველაზე მაღალშემოსავლიანი გუნდების ათეულს:

10 . 100 Thieves

რიგით მეათე ადგილს 100 Thieves-ი იკავებს, რომელმაც Counter Strike-ის, League of Legends-ისა და Fortnite-ის თამაშით დააგროვა 10 მილიონი დოლარის შემოსავალი მიმდინარე წელს, ხოლო თავად გუნდის ღირებულება წელს 160 მილიონი დოლარია, რაც 70 მილიონით აღემატება 2018 წლის მაჩვენებლებს.


9 . G2 Esports

მე-9 ადგილს G2 Esports იკავებს, რომლის ღირებულებაც 165 მილიონი დოლარია, რაც გასულ წელთან შედარებით 60 მილიონი დოლარითაა გაზრდილი. მათი შემოსავალი 22 მილიონ დოლარს აღემატება და ძირითადი საქმიანობა ისეთი ვიდეო თამაშებია, როგორიცაა მაგალითად: Counter-Strike: Global Offensive, PUBG, Apex, Fortnite .

8 . Envy Gaming

რიგით მერვე ადგილას Envy Gaming დგას, რომლის ღირებულება 2019 წლის მონაცემებითა და Forbes-ის შეფასებით 170 მილიონი დოლარია, რაც 75 მილიონით მეტია წინა წლის მაჩვენებელზე, ხოლო თავად გუნდის შემოსავალი 6 მილიონ დოლარს უტოლდება, რომელიც OWL - Dallas Fuel-ის, CDL - Dallas Empire-ის, Overwatch Contenders-ის, CS:GO-ს, Fortnite-ის, Paladins-ისა და Super Smash Bros-ს წყალობით დააგროვა.

7 . Fnatic

Fnatic-ის ღირებულება, რომელიც Forbes-ის რეიტინგში მე-7 ადგილზეა 175 მილიონ დოლარს შეადგენს, შარშან კი მათი ფასი 125 მილიონი დოლარი იყო. შემოსავალი 16 მილიონს სცდება, თამაშები კი Counter Strike Global Offensive, Fortnite, Clash Royale, Dota 2-ია და კიდევ რამდენიმე. აქვე გეტყვით, რომ ეს გუნდი 2004 წელს დაფუძნდა დიდ ბრიტანეთში და უკვე 15 წელია ისინი პროფესიონალი გეიმერები არიან.

6 . Gen.G

რეიტინგში მეექვსე გუნდი Gen.G, რომლის ღირებულება მსოფლიო ბაზარზე 185 მილიონ დოლარად არის შეფასებული, რაც 75 მილიონით მეტია წინა წლის მაჩვენებელზე და შემოსავალი მიმდინარე წლის 9 მილიონს უტოლდება. მათი არჩევანი კი, შეჩერდა League of Legends Champions-ზე, NBA 2KL -Shanghai, OWL - Seoul Dynasty, Fortnite-ზე.

5 . Immortals Gaming Club

Immortals Gaming Club-ის ღირებულება, რომელიც მე-6 პოზიციაზეა 210 მილიონი დოლარია. რაც შარშანდელ ფასთან შედარებით თითქმის გაორმაგებულია. შედარებით მოკრძალებულია მათი შემოსავლები, რომელიც 11 მილიონ დოლარს შეადგენს. გუნდი 4 წლის შქმნილია და ძირითადად ამერიკელებითაა დაკომპლექტებული

4 . FaZe Clan

ხუთეულში მოხვდა FaZe Clan 240 მილიონი დოლარის ღირებულებით, რომლის შემოსავალიც წელს 35 მილიონს უტოლდებ, რაც შეეხება თამაშებს, FIFA, Fortnite, Call of Duty, CS:GO და Rainbow Six Siege-ია.

3 . Team Liquid

მესამე პოზიციაზე Team Liquid-ია. ფრენჩაიზის ღირებულება 320 მილიონ დოლარს აღემატება, რაც 1 წელიწადში 120 მილიონ დოლარიან მატებას ნიშნავს. შემოსავლებს რომ გადავხედოთ ის 24 მილიონი დოლარის ფარგლებშია და 16 სხვადასხვა ვიდეო თამაშს მოიცავს. ყველაზე ცნობილი მათგან Tekken, Pubg, Apex, Heartstone, Counter Strike.

2. Team SoloMid
Forbes-ის რეიტინგის მეორე ადგილზე Team SoloMid-ია, რომლის ღირებულება 400 მილიონი დოლარია, რაც 2018 წლის მაჩვენებლებს 150 მილიონი დოლარით აღემატება, ხოლო შემოსავალი 35 მილიონია. რაც შეეხება თამაშებს, შემოსავლის უდიდესი წილი League of Legends Academy-დან აქვთ მიღებული და Fortnite-დან. თუმცა ამათ გარდა პორტფოლიოში კიდევ არაერთი ვიდეო თამაში სახელდება, რომლებიც მათი გამდიდრების მიმართულებით მნიშვნელოვან როლს ასრულებენ.

1 . Cloud9

ლიდერ პოზიციას კი Cloud9 იკავებს, ასევე 400 მილიონი დოლარის ღირებულებით. მათი ფრენჩაიზის ფასი 90 მილიონი დოლარითაა გაზრდილი 2018 წლის შემდეგ და თითქმის ნახევარ მილიარდ დოლარს უტოლდება, ნამდვილად არ გეჩვენებათ. შემოსავლები კი 30 მილიონ დოლარამდეა. ვიდეო თამაშების კვლავ გამეორება მიწევს, რადგან Cloud9 - Counter Strike-ით, Fortnite-ით, PUBG-ით და სხვა ცნობილი თამაშებით მდიდრდება.