მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Forbes-მა 400 უმდიდრესი ამერიკელის რეიტინგი გამოაქვეყნა

5d94a2d1c3b9d
მიხეილ ხაჩიძე
03.10.19 00:10
1705

Forbes-მა 2019 წლის 400 უმდიდრესი ამერიკელის რეიტინგი გამოაქვეყნა. გამოცემის ცნობით,  400 ამერიკელის შემოსავალმა წელს მთლიანობაში, რეკორდულ მაჩვენებელს -  2.96 ტრილიონს მიაღწია, რაც 2.2% -ით მეტია 2018 წლის მონაცემებზე.


უმდიდრესი ამერიკელების სიაში პირველ პოზიციას, ძვირადღირებული განქორწინების მიუხედავად ‘’ამაზონის’’ დამფუძნებელი ჯეფ ბეზოსი ინარჩუნებს. პირველად სიაში, მე -15 ადგილზე სწორედ ბეზოსის ყოფილი მეუღლე შევიდა. მაკენზი ბეზოსის ქონება 36,1 მილიარდ დოლარად არის შეფასებული. როგორც ცნობილია, განქორწინების შემდეგ მაკენზი ბეზოსს "ამაზონის" საფონდო ბირჟის აქციების 4% დარჩა, რისი ღირებულებაც $ 35 მლრდ-ია.



მდიდარი ამერიკელების რეიტინგში, მეორე ადგილზე ბილ გეითსია. მაკენზი ბეზოსის გარდა, სიაში პირველად 18 ადამიანი მოხვდა. მათ შორიაა; Epic Games- ის დამფუძნებელი ტიმ სვინი, რომელიც ასევე Orlando Bravo-ს ინვესტორია (ის ასევე გახდა პირველი მილიარდერი, რომელიც პუერტო რიკოშია დაბადებული) და Roku-ს ტექნოლოგიური კომპანიის დამფუძნებელი ენტონი ვუდი.

 

რეიტინგის პირველი ათეული ასე გამოიყურება:



ჯეფ ბეზოსი: $ 114 მლრდ



ბეზოსმა ინტერნეტ გიგანტი Amazon 1994 წელს დაარსა, რომელსაც თავდაპირველად, სიეტლში მის ავტოფარეხში ამუშავებდა. ის ამ დრომდე კომპანიის გენერალური დირექტორი და მისი აქციების 12% -ის მფლობელია. მილიარდერი ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებული განქორწინების მიუხედავად რეიტინგში პირველ ადგილზეა.





ბილ გეითსი: $106 მილიარდი



ბილ გეიტსმა ტექნოლოგიური კომპანია Microsoft, პარტნიორ პოლ ალენთან ერთად 1975 წელს დაარსა. მილიარდერმა თავისი აქციების მნიშვნელოვანი ნაწილი უფასოდ გაყიდა - ახლა ის დაახლოებით 1% ფლობს. მან მეუღლესთან, მელინდასთან ერთად, კერძო, უმსხვილესი საქველმოქმედო ფონდი Bill & Melinda Gates Foundation შექმნა, რომელიც გლობალური ჯანმრთელობის დაცვას საკითხებზე აქტიურად მუშაობენ.






უორენ ბაფეტი: $ 80,8 მლრდ

 

უორენ ბაფეტი აღმასრულებელი დირექტორი, პრეზიდენტი და საინვესტიციო ფონდის თავმჯდომარეა Berkshire Hathaway -ს, რომელსაც 60-ზე მეტი კომპანია ეკუთვნის. ამერიკელი კონგრესმენის ვაჟმა მისი პირველი აქციები 11 წლის ასაკში შეიძინა და პირველად გადასახადები 13 წლისამ გადაიხადა. ბაფეტმა  პირობა დადო, რომ ქონების 99% ქველმოქმედებას შესწირავს. 2019 წელს მან ბილ გეიტსის საქველმოქმედო ფონდს 3,6 მილიარდი დოლარი გადაურიცხა. 2010 წელს ბაფეტმა გეიტსთან ერთად წამოიწყო კამპანია Giving Pledge, რომელის ფარგლებშიც მილიარდერებს მოუწოდებენ, ქონების დიდი ნაწილი საქველმოქმედო საქმიანობას მოახმარონ.







მარკ ცუკერბერგი; $ 69,6 მლრდ



ცუკერბერგმა "ფეისბუქი" ჰარვარდში 2004 წელს, 19 წლის ასაკში დაარსა. კომპანია ბირჟაზე 2012 წლის მაისში შემოვიდა. ცუკერბერგი ჯერ კიდევ ფლობს მისი წილის 15% -ს. 2015 წლის დეკემბერში მეწარმემ და მისმა მეუღლემ პირობა დადეს, რომ ქველმოქმედებას Facebook-ის წილის 99% -ს მოახმარენ.




ლარი ელისონი: $ 65 მლრდ


ლარი ელისონმა მსოფლიოს უმსხვილესი კორპორაცია Oracle 1977 წელს დაარსა. მილიარდერმა აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობა 2014 წელს დატოვა. თუმცა, დღემდე რჩება მის დირექტორთა საბჭოში და ასევე ტექნიკური დირექტორის პოზიციაზე.


2016 წლის მაისში ელისონმა 200 მილიონი დოლარი შესწირა სამხრეთ კალიფორნიის უნივერსიტეტს, კიბოს მკურნალობის ცენტრის შექმნისთვის. გასულ მარტს კი წამოიწყო სტარტაპი Sensei, რომლის პირველი პროექტიც ჰავაის კუნძულ ლანაზე ჰიდროპონიული მეურნეობების შექმნა იყო.  ასევე გასულ წელს, ელისონი Tesla- ს დირექტორთა საბჭოს შეუერთდა.






ლარი პეიჯი: $55,5 მლრდ



ამერიკელი კომპიუტერული მეცნიერი და ანტრეპრენიორი, რომელმაც 1998 წელს სერგეი ბრინთან ერთად, Google დაარსა. პეიჯმა PageRank, Google-ის ყველაზე ცნობილი ალგორითმი შექმნა, რომელიც უზრუნველყოფს საძიებო სისტემას. ახლა კი Google-ის მშობელი კომპანიის Alphabet Inc.-ის გენერალური დირექტორია.






სერგეი ბრინი: $ 53,5 მლრდ



Google-ის ერთ-ერთი დამფუძნებელი სერგეი ბრინი 1973 წლის 21 აგვისტოს მოსკოვში, ებრაულ ოჯახში დაიბადა. 1979 წელს კი რუსეთის მიმართ კრიტიკულად განწყობილი ბრინების ოჯახი ამერიკის შეერთებულ შტატებში გადავიდა საცხოვრებლად.



პირველი საძიებო სისტემა სერგეი ბრინმა 1994 წელს შექმნა. პროგრამა ჟურნალ Playboy-ს ვებგვერდზე ახალ ფოტოებს ეძებდა.









მაიკლ ბლუმბერგი: 53,4 მლრდ

მაიკლ ბლუმბერგი ამერიკელი ბიზნესმენი და 2002-2013 წლებში ქალაქ ნიუ-იორკის მერი იყო.
კარიერის განმავლობაში დემოკრატმა 2001 წლის ქალაქის მერის არჩევნებში კენჭი რესპუბლიკელების მანდატით იყარა და გაიმარჯვა. 2005 წელს იგი მეორე ვადით აირჩიეს.


ბლუმბერგმა საინფორმაციო და მედია კომპანია Bloomberg LP 1981 წელს დაარსა, ამჟამად ის ბიზნესის 88% ფლობს.






 



სტივ ბალმერი: 51,7 მლრდ


ამერიკელი ბიზნესმენი, რომელიც 2000 - 2014 წლებში Microsoft-ის აღმასრულებელი დირექტორი იყო, მანამდე, სანამ იგი სატია ნადელამ შეცვალა. კომპანიის დატოვებიდა 5 წლის შემდეგ, ბალმერმა საკალათბურთო კლუბ ლოს-ანჯელეს კლიპერსი 2 მლრდ დოლარად შეიძინა.







ჯიმ უოლტონი: $ 51,6


ჯილ უოლტონი უმცროსი ვაჟია სემ უოლტონისა, რომელმაც გაყიდვების ქსელი Walmart დააფუძნა. ის კომპანიის ხელმძღვანელად რამდენიმე წლის განმავლობაში მუშაობდა, 2016 -ში კი პოზიცია მის ვაჟს გადააბარა.