მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Forbes-მა NBA-ს 10 ყველაზე მაღალანაზღაურებადი კალათბურთელი დაასახელა

601aa62545731
ნათია თაქთაქიშვილი
04.02.21 00:45
814
Forbes-მა NBA-ს 10 ყველაზე მაღალანაზღაურებადი კალათბურთელი დაასახელა, რომლის მიხედვით ლებრონ ჯეიმსი ლიდერობს.

Forbes-ის შეფასებით, 2020-21 წლების სეზონზე, ჯეიმსმა ჯამში 95.4 მლნ დოლარი გამოიმუშავა. თუმცა, კონტრაქტით კალათბურთელმა მხოლოდ 39 მილიონი მიიღო, ხოლო დანარჩენი - რეკლამებით.

NBA-ს ყველაზე მაღალანაზღაურებად კალათბურთელთა ხუთეულში აგრეთვე მოხვდნენ: სტეფ კარი ($74.4 მლნ), კევინ დურანტი ($65.2 მლნ), რასელ უესტბრუკი ($65.2 მლნ) და ჯეიმს ჰარდენი ($50 მლნ).

ტოპ-ათეული კი შემდეგნაირად გამოიყურება:

1. ლებრონ ჯეიმსი - 95.4 მლნ დოლარი
2. სტეფ კარი - 74.4 მლნ დოლარი
3. კევინ დურანტი - 65.2 მლნ დოლარი
4. რასელ უესტბრუკი - 58,1 მლნ დოლარი
5. ჯეიმს ჰარდენი - 50 მლნ დოლარი
6. იანის ანტეტოკოუნმპო - 40 მლნ დოლარი
7. კლეი ტომპსონი - 43.3 მლნ დოლარი
8. კაირი ირვინგი - 43 მლნ დოლარი
9. კრის პოლი - 40 მლნ დოლარი
10. დამიან ლილარდი - 39 მლნ დოლარი.