მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Forbes-მა ყველაზე დასტრესილი ქალაქების სია გამოაქვეყნა

5e33c2f6c73ac
ნათია თაქთაქიშვილი
01.02.20 00:14
2409
ამერიკულმა Forbes-მა ყველაზე დასტრესილი ქალაქების სია გამოაქვეყნა. აღნიშნულ სიას გამოცემა ორგანიზაცია Savvy Sleeper-ის კვლევებზე დაყრდნობით ასაჯაროვებს.

სტრესის დონის განსაზღვრა რამდენიმე ფაქტორით მოხდა: მოსახლეობის სიმჭიდროვე, უსაფრთხოების დონე, ვაჭრობის ხარისხი, გამწვანების პროცენტი, მზიანი დღეების რაოდენობა, სამუშაო ადგილების რაოდენობა, საზოგადოებრივი ტრანსპორტის სისტემა, ჰაერის დაბინძურების დონე, ადამიანების ფიზიკური და ფსიქიკური მდგომარეობა.

ორგანიზაციამ მოცემული 69 ქალაქიდან 53 შეისწავლა. ყველაზე დასტრესილი ქალაქების ჩამონათვალში მოხვდნენ აშშ-ს შემდეგი ქალაქები: ლოს-ანჯელესი (#9), ჩიკაგო (#12), ნიუ-იორკი (#17), სან-ფრანცისკო (#26) და მაიამი (#27).

ყველაზე მეტად დასტრესილი ქალაქების TOP-20 ასე გამოიყურება:

1. ტოკიო, იაპონია
2. მუმბაი, ინდოეთი
3. სეული, სამხრეთ კორეა
4. სტამბოლი, თურქეთი
5. მანილა, ფილიპინები
6. ჯაკარტა, ინდონეზია
7. ჰანოი, ვიეტნამი
8. ტაიპეი, ტაივანი
9. ლოს-ანჯელესი, აშშ
10. ბუენოს-აირესი, არგენტინა
11. სიდნეი, ავსტრალია
12. ჩიკაგო, აშშ
13. კუალა-ლუმპური, მალაიზია
14. ლონდონი, გაერთიანებული სამეფო
15. ბოგოტა, კოლუმბია
16. პეკინი, ჩინეთი
17. ნიუ-იორკი, აშშ 
18. იოჰანესბურგი, სამხრეთ აფრიკა
19. ოკლენდი, ახალი ზელანდია
20. ჰონგ-კონგი

ხოლო, ყველაზე ნაკლებ დასტრესილ ქალაქებად დასახელდა: ტალინი (ესტონეთი), ლუბლიანა (სლოვენია) და სხვა ევროპული ქალაქები.

ყველაზე ნაკლებად დასტრესილი ქალაქების TOP-10 ასე გამოიყურება:

1. ტალინი, ესტონეთი
2. ლუბლიანა, სლოვენია
3. ოსლო, ნორვეგია
4. სოფია, ბულგარეთი
5. კოპენჰაგენი, დანია
6. ბარსელონა, ესპანეთი
7. ამსტერდამი, ნიდერლანდები
8. ბუქარესტი, რუმინეთი
9. ფრანკფურტი, გერმანია
10. პრაღა, ჩეხეთი