მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Forbes: მსოფლიოში უძრავ ქონებაზე ფასი რეკორდულად მატულობს

612227ffdae9c
მარიამ ადამია
22.08.21 17:20
1565
Forbes-ი წერს, რომ პანდემიის პერიოდში უძრავ ქონებაზე ფასებმა, განსაკუთრებით ეკონომიკურად განვითარებულ ქვეყნებში რეკორდულად მოიმატა. ამის მიზეზად კი ბანკებში იპოთეკურ სესხებზე დაბალი საპროცენტო განაკვეთი სახელდება. ასევე ფასების ზრდა განაპირობა მოთხოვნის ზრდამაც, რადგან ადამიანებმა პანდემიურ პერიოდში აქტიურად დაიწყეს ახალი საცხოვრებელი სახლის ძიება და შესყიდვა. როგორც გამოცემა Forbes-მა დაითვალა, ივლისის ბოლოს, საშუალო ფასი აშშ-ში უძრავ ქონებაზე- 3 000 დოლარია, რაც 17%-ით მაღალია, ვიდრე წინა წლის მაჩვენებელი. რეალტორთა ეროვნული ასოციაციის შეფასებით, საშუალო ფასი არა ახალ აშენებულ ბინებზე, არამედ მეორადი ბაზრის ობიექტებზე 363 ათას დოლარამდეა მომატებული. ეს კი, 23%-ით მეტია 2020 წლის ივნისის მაჩვენებლებთან შედარებით.

არც გერმანია ჩამორჩება აშშ-ს, სადაც მეორე კვარტალში საცხოვრებელ სახლებზე ფასი მთელს ქვეყანაში წლიურად 11%-ით, ხოლო წინა კვარტალთან შედარებით 2,4% ით გაიზარდა. ანუ ქვეყნის 5 მეგაპოლისში, ბინის 1 კვადრატული მეტრი 9%-ით, საშუალოდ 2 ათას 492 ევრომდე გაიზარდა. ხოლო ახალაშენებული კორპუსის ბინაზე ეს მაჩვენებელი 8%-ია.

ინფორმაციისთვის, გერმანიაში უძრავი ქონების ბაზარი მუდმივად იზრდება და ბოლო 6 წლის განმავლობაში 67%-მდე გაიზარდა, რაც განპირობებულია გაზრდილი მოთხოვნით და კონკურენციით.

რაც შეეხება საფრანგეთს, აქ ფასებმა წინა კვარტალთან შედარებით 5%-ით მოიმატა და საშუალო ფასი კვადრატულ მეტრზე- 2900 ევროს გაუტოლდა.

ფასი დიდ ბრიტანეთსა და ესპანეთში პირიქით, ასე მკვეთრად არ გაზრდილა. მაგალითად უძრავ ქონებაზე ფასმა ივლისში გაერთიანებულ სამეფოში 2020 წლის მაჩვენებლებთან შედარებით 8%-ით მოიმატა. ეპანეთში კი, მეორე კვარტალში ფასებმა საცხოვრებელ სახლებზე 2%-ით მოიმატა წლიურად. ასე რომ, საშუალო ფასი ახალაშენებუბლ კორპუსში 223 ათას ევროს შეადგენს და ყველაზე ძვირადღირებულ რეგიონებად: კატალონია, მადრიდი და ბასკეთი სახელდება.