მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Forbes: რა ღირს კუნძულის დაქირავება მსოფლიოში?

5e400b8415913
მარიამ ადამია
09.02.20 20:55
2980
რა ღირს მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში, ყველაზე ძვირადღირებული კუნძულის დაქირავება და რას სთავაზობენ მსოფლიოში ყველაზე მდიდარი მასპინძლები სტუმრებს? – ამ კითხვებს გამოცემა Forbes პასუხობს. 

გამოცემის ინფორმაციით, ბაჰამებზე მდებარე კუნძული ჩოინი კეი, რომელიც ყველა მიმართულებით გარშემორტყმულია თეთრი ქვიშით, სამი პავილიონითა და საცალფეხო ბილიკით, ასევე – სხვადასხვა ადგილს ერთმანეთთან, მაგალითად საძინებელს სანაპიროსთან, ან სამზარეულოს ჯაკუზთან აკავშირებს, 21 ათას დოლარად ქირავდება. 

უფრო ნაკლები, 3 ათასი დოლარი გჭირდებათ იმისათვის, რომ ბელიზზე მდებარე გლადდენის კუნძლზე მილიარდერს ესტუმროთ. ვილა ძირითადად ორ ადამიანზეა გათვლილი. პერსონალი კი, გვერდით მდებარე კუნძულზე ცხოვრობს იმისათვის, რომ დამსვენებელი არ შეაწუხონ, თუმცა შეფ-მზარეული, მენეჯერი და ადმინისტრატორი ყოველთვის მზად არიან, პირველივე ზარზე თქვენს წინაშე გაჩნდნენ და სურვილებსა და მოთხოვნებს მოერგონ.

მდიდრული დასვენების მოწყობა ბრაზილიაშიც შეგიძლიათ, ჯაპაოს კუნძულზე. აქ ერთი ღამის ღირებულება 4 ათასი დოლარია, კუნძული ერთდროულად 8 ადამიანს მასპინძლობს. ტროპიუკლი კუნძული 24 ათას 500 კვადრატულ მეტრზეა გადაჭიმული და პირად სანაპიროს, აუზს, ჯაკუზსა და 650 კვადრატული მეტრი ფართობის ვილას მოიცავს.

რაც შეეხება ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძლებს, აქედან ერთ-ერთის – ნეკერის დაქირავება არის შესაძლებელი. მისი ღირებულება 87 ათას 500 დოლარია.  

ფიჯზე კი, კუნძლი ვომო ქირავდება, 39 ათას დოლარად ღამეში და აქ ჯამში, 90 ადამიანი ეტევა. 910 ათას კვადრატულ მეტრზე განლაგებული კუნძული, ფიჯის აეროპორტიდან 15 წუთის სავალზე მდებარეობს, თუმცა იქ მოხვედრა მხოლოდ ვერტმფრენით, ან ჰიდროპლანით არის შესაძლებელი.

გრენდაზე მდებარე კალივინის კუნძლს კი, 132 ათას დოლარად იქირავებთ, შედეგად, თქვენს განკარგულებაში იქნება ხედი ატლანტიკის ოკეანით, კარიბის ზღვა, რიფები და უზარმაზარი ვილა, რომელიც ერთდროულად 25 ადამიანს იტევს.

იმ შემთხვევაში, თუ შვებულებას მალდივებზე დაგეგმავთ, 46 ათას დოლარად ვოანას კერძო კუნძულზე შეგიძლიათ დაისვენოთ, მისი მფლობელი კი არა რომელიმე ბიზნესმენი, არამედ სასტუმროების ქსელი Four Seasons-ია და გარდა ვილისა, თქვენს განკარგულებაში იქნება იახტაც.

ცხადია, ფასები კუნძულის ქირაობის შემთხვევაში დიდია, თუმცა უნდა გაითვალისწინოთ, რომ ეს თქვენი ერთადერთი ხარჯი იქნება, რადგან სხვა ყველაფერს თავად კუნძლის ადმინისტრაცია და მომსახურე პერსონალი უზრუნველყოფს.

+