მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Forbes: რა ოდენობის ინვესტიცია აქვთ მილიარდერებს კრიპლოვალუტაში ჩადებული?

62a2094a907b2
მარიამ ადამია
10.06.22 00:35
2134
ამერიკულმა Forbes-მა კვლევა ჩაატარა, რომლის ფარგლებშიც 65 მილიარდერი გამოკითხა. როგორც ირკვევა, მსოფლიოში, მილიარდერების თითქმის 30%, პირდაპირ ან ირიბად, ინვესტიციას კრიპტოვალუტებში დებს. გამოკითხულთა დაახლოებით 18% აცხადებს, რომ ქონების მინიმუმ 1% კრიპტოვალუტაში აქვთ და ეს მათთვის ექსპერიმენტია. ხოლო ექსპერტების აზრით, მილიარდერების მხრიდან, მსგავსი ინვესტიცია მართლაც იდეალური ექსპერიმენტია, რადგან მათ აქვთ ფულადი რესურსი და არ ადარდებთ, კრიპტობირჟაზე არსებული რყევები და თუ რა მოუვა ბიტკოინის ფასს მომავალ თვეში.

მილიარდერების 80%-მა, რომლებმაც ინვესტიცია კრიპტოვალუტაში ჩადეს, ამბობენ, რომ მათ თავიანთი სიმდიდრის მეათედზე ნაკლები ინვესტიცია აქვთ ჩადებული, ხოლო რესპონდენტთა 3.2%-ს- ნახევარზე მეტი. 10%-მა აღნიშნა, რომ ისინი პირდაპირ არ დებენ ინვესტიციას კრიპტოვალუტაში, მაგრამ მხარს უჭერდნენ მასზე ორიენტირებულ კომპანიებს. კრიპტოვალუტის ბირჟის FTX-ის თანადამფუძნებელმა და აღმასრულებელმა დირექტორმა, სემ ბანკმენ-ფრიდმა კი, რომლის ქონებაც Forbes Real-Time-ის მიხედვით, $20,6 მლრდ-ია, განაცხადა, რომ მისი კაპიტალის უდიდესი ნაწილი კრიპტოვალუტაშია.

მილიარდერმა ინვესტორმა მარკ კუბანმა, რომლის ქონება $4,7 მლრდ-ია, თქვა, რომ ინვესტირება კრიპტოვალუტაში, არაფრით განსხვავდება აქციებში, ობლიგაციებსა და სხვა აქტივებში ინვესტიციებისგან. ხოლო $5,4 მლრდ ქონების მფლობელმა, ჯონ სობრატომ Forbes-თან ინტერვიუში თქვა, რომ ინვესტიციას დებს, არა უშუალოდ კრიპტოვალუტაში, არამედ ერთ-ერთ კომპანიაში, რომელიც მასზეა მიბმული. თუმცა გამოკითხულთა ნაწილი ფიქრობს, რომ კრიპტოვალუტაში ინვესტირება ზედმეტად სარისკოა. ამ აზრს იზიარებს ჰონკონგელი მილიარდერი, ჯიმ ტომპსონი, რომლის ქონებაც $1,3 მლრდ-ია. ასევე ეჭვის თვალით უყურებენ დოლარის კრიპტოვალუტით ჩანაცვლებას.

როგორც ექსპერტები ამბობენ, მასზე ნეგატიური გავლენა მოახდინა კრიპტოვალუტის ღია ოპონენტების მიდგომამ, როგორიცაა მაგალითად, Berkshire Hathaway-ის დამფუძნებელი უორენ ბაფეტი.

”თუ თქვენ იტყვით, რომ ფლობთ მთელი მსოფლიოს ბიტკოინს და შემომთავაზებთ მას 25 დოლარად, მე არ ავიღებ”, - თქვა ბაფეტმა მაისში Berkshire Hathaway-ის აქციონერთა ყოველწლიურ შეხვედრაზე.

თუმცა ამავე თვეს მსოფლიოს უმსხვილესმა საინვესტიციო ბანკმა - JPMorgan Chase-მა ბიტკოინი რჩეულ ალტერნატიულ საინვესტიციო აქტივად დაასახელა. კლიენტებისთვის გაგზავნილ წერილში JPMorgan-ის ანალიტიკოსები აღნიშნავენ, რომ ტრადიციული საფონდო ბირჟების დაღმასვლის ფონზე, ბანკმა რჩეული ალტერნატიული საინვესტიციო აქტივი შეცვალა და აღნიშნული წოდება უძრავი ქონებიდან კრიპტო და ციფრულ აქტივებს გადასცა - მსგავსი რამ ისტორიაში პირველად მოხდა.