მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Forbes: რა უჯდებათ მსოფლიოს უმდიდრეს ადამიანებს თვითიზოლაცია იახტებზე

5ea726839ed3c
მარიამ ადამია
28.04.20 00:00
7671
100 000 დოლარი მინიმუმ - ეს არის პასუხი კითხვაზე, თუ რა უჯდებათ მსოფლიოს უმდიდრეს ადამიანებს თვითიზოლაცია იახტაზე ერთი კვირის განმავლობაში, რომელიც ყველაზე დაცულ ადგილად არის მიჩნეული დღეს, თუმცა ამ ღირებულებაში არ შედის საწვავისა და კვების ხარჯები.

ერთ-ერთი პირველი ადამიანი, ვინც უსაფრთხოების ამ გზას მიმართა, არის DreamWorks Animation-ის ერთ-ერთი დამფუძნებელი დევიდ გეფენი, რომელიც Forbes-ის გლობალურ სიაში 8 მილიარდი დოლარის ღირებულების ქონებით 185-ე ადგილს იკავებს და აქვს საშუალება იმის, რომ თვითიზოლაცია კარიბის ზღვაში, 135 მეტრის სიგრძის იახტაში გაატაროს, რომელიც აერთიანებს 82 კაიუტას, კინოთეატრს, სპორტდარბაზს, მედ-პუნქტს, კალათბურთის მოედანს, ვერტმფრენის ასაფრენ-დასაფრენ ტერიტორიას, სპა-ზონასა და მარანს. ამ ფუფუნების ღირებულება კი ჯამში 590 მილიონი დოლარია.

ასევე უსაფრთხოების მიზნით, ზღვაში შეცურეს უკვე რამდენიმე კვირაა ამერიკულმა საბროკერო კომპანია Northrop & Johnson-ის დამფუძნებლებმა. ანუ ადამიანები ცდილობენ ვირუსული შტორმი აირიდონ თავიდან და პარალელურად ეს დრო სასიამოვნოდ და ნაყოფიერად გაატარონ, ამიტომ მათ, ვისაც ფინანსური საშუალებაც აქვს და კლიმატური პირობებიც ხელს უწყობს, სანაპიროდან და კომუნიკაციიდან შორს ზღვაში ყოფნას ამჯობინებენ, სადაც ოჯახთან და შვილებთან ერთად არიან, რომელთა უმრავლესობა ვირტუალურად მეცადინეობს და ონლაინ-გაკვეთილებსაც ესწრება.

პანდემიის დროს იახტის მთავარი უპირატესობა მათი ავტონომია და ჰიგიენაა, გარდა ამისა, დიდი ლაინერებისგან განსხვავებით, რომლებიც მხოლოდ დიდ ქალაქებსა და პორტებში გადაადგილდება, იახტებს შეუძლიათ პატარა ტერიტორიებზე შესვლა და მაგალითად მგზავრებს უკაცრიელ სანაპიროებზე პიკნიკების მოწყობის საშუალებას აძლევს, დისტანციურად ყველასგან და თანაც ზღვაში შესვლა მხოლოდ ამ საზღვაო ტრანსპორტით არის დღევანდელ რეალობაში დაშვებული. ყველაზე ხშირად კი, იახტის მფლობელები სამხრეთ ამერიკის, კარიბის ზღვის აუზის, მალდივებისა და სეიშელის კუნძულებისკენ მოგზაურობენ. შედარებით ნაკლებია ინტერესი ალიასკის, წყნარი ოკეანის სამხრეთით მდებარე კუნძულებისა და ჩილეს მიმართულებით.