08.ივნისი .2020 23:10

Forbes: როგორ ემზადებიან უნივერსიტეტები ახალი სასწავლო წლისთვის

views 455
უკან

საერთაშორისო უნივერსიტეტების უმრავლესობა, მათ შორის ოქსფორდი, ჰარვარდი, სტენფორდი, საკუთარი კამპუსების გახსნას შემოდგომის სემესტრისთვის გეგმავენ და დარწმუნებულები არიან, რომ 2020-21 სასწავლო წელი ჩვეულ რეჟიმში გაგრძელდება, თუმცა როგორ და რა ფორმით ეს არავინ იცის. მდგომარეობას კი ართულებს, ის ვარაუდიც, რომ შესაძლოა ამ წლის ბოლოს კორონავირუსის მეორე ტალღა შემობრუნდეს. სტატიას ამის შესახებ Forbes-ი აქვეყნებს.

ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები უნივერსიტეტებს სთხოვენ კამპუსებში ისეთი გარემოს შექმნას, რომ სოციალური დისტანცია ადამიანებს შორის იყოს დაცული და მხოლოდ ამ შემთხვევაში ექნებათ სასწავლო პროცესის აღდგენის შესაძლებლობა. რაც ზოგიერთ უნივერსიტეტში ძალიან რთული შესასრულებელია, რადგან არ არის შესაბამისად ადაპტირებული და ეს მათი მთავარი გამოწვევაა, რადგან კამპუსი ხომ ფაქტობრივად ქალაქია ქალაქში, თავისი ინფრასტრუქტურით, რომელიც გარდა აუდიტორიისა და საერთო საცხოვრებლისა, აერთიანებს ბიბლიოთეკას, მუზეუმს, კაფე-რესტორანს, ბარს, სამედიცინო პუნქტს და კიდევ ბევრ დაწესებულებას. ამიტომ კითხვის ნიშნის ქვეშ დგას, თუ რამდენად უსაფრთხოა დღეს კამპუსი ადამიანებისთვის. ხოლო „რა არის გამოსავალი?“ – ამ კითხვაზე პასუხს ყველა უნივერსიტეტი ინდივიდუალურად ეძებს, საკუთარ შესაძლებლობებზე მორგებით.

ამ დროისთვის, ყველაზე რეალური, ჰიბრიდულ სასწავლო პროცესზე გადასვლაა. რაც ონლაინ და ოფლაინ აქტივობების კომბინაციას გულისხმობს და ამ შემთხვევაში ლექციები, რომელიც დიდ აუდიტორიაზეა გათვლილი ჩატარდება როგორც კამპუსში, ასევე ონლაინში, მათთვის, ვინც დასწრებას ვერ ახერხებს. მეორე ვარიანტია სასწავლო პროცესის სრულად ინლაინ რეჟიმში გაგრძელება.

ამ ეტაპზე, სწორედ მეორე სცენარის მიხედვით აგრძელებს სტუდენტებთან მუშაობას კემბრიჯის უნივერსიტეტი, თუმცა მცირე ჯგუფებთან შეხვედრებსა და სწავლებასაც ინარჩუნებს პარალელურად. ოქსფორდის უნივერსიტეტი კი, მზად არის კარი გაუხსნას ყველა სტუდენტს, ხოლო სტენფორდი დისტანციურად მუშაობის რეჟიმზეა გადასული 2021 წლამდე.

სტუდენტების ნაწილს ონლაინ სწავლება არ მოსწონს, რადგან უნივერსიტეტი მხოლოდ ლექციები და სემესტრები ხომ არ არის, ესაა სოციალური ურთიერთობა, ახალი გამოცდილება და ადამიანები. ასევე ფიქრობენ, რომ იმ ხარიხსის განათლებას ვერ იღებენ, რაც ფიზიკური დასწრების დროს არის შესაძლებელი, მეორე ნაწილისთვის კი პირიქით, ამბობენ რომ ეს დროის ეკონომიის საშუალებაა.

სწორედ ასე, პოზიტიურად უყურებენ ამ საკითხს ნიდერლანდებში, ირლანდიაში, კანადაში და არც ხარიხსთან დაკავშირებით აქვთ პრეტენზიები. პირიქით, აკეთებენ ყველაფერს, რომ განსაკუთრებით მეცნიერების მიმართულების სტუდენტებმა მიღებული უმაღლესი განათლება, იდეები და გამოსავლის გზები დროულად მოახმარონ სამყაროს, რადგან ეს დღეს იმაზე მნიშვნელოვანი გახდა, ვიდრე ოდესმე ყოფილა.
როგორი განვითარებაც არ უნდა ჰქონდეს პანდემიას, მასობრივად სტუდენტების დიდ ლექციაზე დასწრება მაინც გარკვეული პერიოდი შეზღუდული იქნება. მართალია მდგომარეობა მარტივი არ არის, მაგრამ ყველა პრომლემიდან ხომ არსებობს გამოსავალი და უნივერსიტეტებიც იპოვიან მას. ოპტიმალურ ვარიანტს, რომელიც არც ჯანმრთელობას დააზიანებს და ხარისხიანი უმაღლეს განათლებითაც უზრუნველყოფს სტუდენტებს.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა