მიმდინარე წელს პანდემიის შედეგად, მსოფლიოს მასშტაბით, 43-მა კომერციულმა ავიაკომპანიამ დროებით, ან მუდმივად შეწყვიტა საქმიანობა. მათ დიდ ნაწილს გეგმები, თუ როგორ გააგრძელებენ ცხოვრებას კოვიდის პანდემიის შემდეგ არც აქვთ შემუშავებული. ასეთ დროს საინტერესო და მნიშვნელოვანია უახლესი ისტორიიდან მაგალითების გახსენება თუ რა გზა გაიარეს ქვეყნებმა და უმსხვილესმა კომპანიებმა წარმატების მისაღწევად.
ყველამ ვიცით არაბთა გაერთიანებული საამიროებისა და ყატარის ისტორიები და გამდიდრების გზები, თუმცა ფაქტია, რომ მსხვილი ავიაკომპანიების ამოქმედება და უზარმაზარი აეროპორტების მშენებლობა, პრაქტიკულად უფასო და შეუზღუდავი ნავთობისა და გაზის არსებობის პირობებში, შედარებით მარტივია. ამიტომ გაცილებით საინტერესოა ქვეყნები, სადაც რესურსების არარსებობის პირობებშიც კი, ქვეყნის ეკონომიკა 7-8 წელიწადში გაორმაგდა. ამის ნათელი მაგალითი ისლანდიაა.
კუნძული, სადაც 360 ათასი ადამიანი ცხოვრობს, 15-20 წლის წინ გარეუბნად ითვლებოდა, ამიტომაც 2000-იან წლებში აქ ფრენა გაცილებით რთული იყო, ვიდრე დღესაა და თავად ქვეყანაც ღარიბად ითვლებოდა. არც სასტუმრო ფუნქციონირებდა ნორმალური და მხოლოდ 2-3 რესტორანი უმასპინძლდებოდა მინიმალური რაოდენობის ტურისტს. 2008-09 წლებში არსებული ეკონომიკური კრიზისის შემდეგ, ისლანდიის ფინანსური სისტემა ფაქტობრივად ჩამოიშალა, ხოლო 2010 წელს ვულკანის ამოფრქვევამ კუნძული დანარჩენი სამყაროსგან სრულად მოწყვიტა.
ამ დროს ქვეყანის მმართველმა პირებმა და თავად ვიკინგების მემკვიდრეებმა, დაიწყეს სერიოზული რეფორმების გატარება და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება. ამ პერიოდში, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში და რეგიონში წარმატებით იზრდებოდა და ვითარდებოდა დაბალბიუჯეტური ავიაკომპანიები, რომლებიც სწრაფად ასტიმულირებდნენ იაფ საჰაერო ტრანსპორტირებასა და ტურიზმის განვითარებას.
ისლანდიამ, კარგი გეოგრაფიული მდებარეობის გამო, ამ გზით სვლა გადაწყვიტა და დაიწყო ეკონომიკის სტრუქტურის ცვლილება, რომელიც 2008 წლამდე ძირითადად ემყარებოდა თევზაობასა და ოფშორულ ფინანსურ ინდუსტრიას. შედეგად, ისლანდიელებმა ერთი მხრივ, შექმნეს საუკეთესო პირობები ქვეყანაში იაფი ავიაკომპანიების ჩასვლისა და გამოჩენისთვის. მეორე მხრივ კი, მათ მაშინდელ მსოფლიოში ცნობილი ვულკანური ამოფრქვევა ტურიზმის ბრენდის პოპულარიზაციის მიზნით გამოიყენეს.
სტრატეგიამ გაამართლა. უკვე 2011 წელს ქვეყანას ჰქონდა პირველი იაფი ავიაკომპანია, სახელწოდებით WOW Air. ხოლო 2012 წლიდან 2018 წლის ჩათვლით, 7 წლის განმავლობაში საჰაერო მიმოსვლა და შემომავალი ტურიზმი 4-ჯერ გაიზარდა. ამ ყველაფერს თან ახლდა მნიშვნელოვანი ინვესტიციები ისლანდიის ეკონომიკაში, პირველ რიგში ტურიზმისა და საჰაერო ტრანსპორტის ინფრასტრუქტურაში.
2017 წლისთვის პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ შეადგინა ათ მილიარდ დოლარზე მეტი. იმავე წელს, ისლანდიაში უცხოელი ტურისტების ხარჯებმა ოთხ მილიარდ დოლარს გადააჭარბა, ხოლო ისლანდიის მომსახურების ექსპორტმა 11 მილიარდს მიაღწია. ასე რომ რეიკიავიკი მართალია არ გახდა დუბაი, თუმცა სამაგიეროდ საავიაციო ჰაბად გადაიქცა და ერთ-ერთ ყველაზე მონახულებად ტურისტულ ადგილად დასახელდა მოგზაურებს შორის.
ისლანდიის წარმატებული საავიაციო ისტორია, კარგი მაგალითია ქვეყნებისთვის, მათ შორის საქართველოსთვის, თუ როგორ შეიძლება დავიბრუნოთ ძველი პოზიციები და მეტიც კრიზისი, ვაქციოთ შესაძლებლობებად ქვეყნის ეკონომიკის განვითარებისთვის.
Forbes
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
თუ გაუარესდება ვითარება, იძულებული გავხდებით შეზღუდვები დავაბრუნოთ - პრემიერი
ამერიკაში მოღვაწე ქართველმა ნევროლოგმა საქართველოს „ფაიზერის“ ვაქცინის შესანახი 2 მაცივარი აჩუქა
შესაძლოა, ჭურჭელზე, ავეჯსა და ფეხსაცმელზე სახელმწიფო კონტროლი დაწესდეს - პეტიცია პარლამენტშია
გერმანიაში წასვლის მსურველი 91 616 მოქალაქეა დარეგისტრირებული - რამდენი შეძლებს წასვლას?
„ექსპორტით ხუთ წელში $2 მლრდ-ის შემოტანა შემიძლია“ – რა სირთულეებს აწყდება Glenberries-ი
როგორ დავსაქმდეთ გერმანიაში ლეგალურად? - რეგისტრაცია დღეს იწყება
"ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი ეკონომიკის გახსნაა" - "სილქნეტი" 2020 წელს აფასებს
დღეს კომენდანტის საათი დროებით უქმდება
Wolt-ის და Glovo-ს ტარიფები აბსურდულია - რაზე ვერ შეთანხმდნენ რესტორნების წარმომადგენლები მიტანის კომპანიებთან?
ვუნდერკინდი, რომელმაც უნივერსიტეტი მიატოვა, მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერია
ბრიტანეთის მარეგულირებელი Pfizer/BioNTech-ის ვაქცინაზე მოქალაქეებს აფრთხილებს
ალექსანდრე ძნელაძე: "საბანკო სესხების მინიმუმ 3-თვიან გადავადებაზეა საუბარი"
ხვალიდან თბილისის რამდენიმე ქუჩაზე მოძრაობა იზღუდება
პანდემიის დროს საქართველოში წითელ ტუჩსაცხზე მოთხოვნა გაიზარდა – Voulez-vous
ფილტვები, თავის ტვინი, გული - სად ტოვებს კვალს covid-19?
ასტეროიდი, რომლის ღირებულებაც მსოფლიო ეკონომიკას 70 000-ჯერ აღემატება
მიხეილ ლომთაძე კომპანია Kaspi-ს LSE-ზე განთავსების შედეგად მილიარდერი გახდა
პიკისგან გვაშორებს 2-3 კვირა, სწორედ ამ დროს მოხდება მთავარი დარტყმა სამედიცინო სისტემაზე – ინფექციონისტი
ჟენევამ მსოფლიოში ყველაზე მაღალი მინიმალური ხელფასი დააწესა – საათში $25
"უნიკალური ხიდი ხაშურის შემოვლით გზაზე"- ვინ განახორციელა პროექტი?