მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Forbes: რუსეთში, მაღაზიებში ქურდობის ფაქტები მომრავლდა

628224f9ceedf
მარიამ ადამია
17.05.22 00:30
977
2022 წლის თებერვლის შემდეგ, რუსეთში, განსაკუთრებით სუპერმარკეტებში, ქურდობის ფაქტები მომრავლდა. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული Forbes ავრცელებს. როგორც გამოცემა წერს, მიმდინარე წლის პირველ სამ თვეში, ერთ მაღაზიაში 130 ქურდობის ფაქტი დაფიქსირდა, რაც 18%-ით მეტია 2021 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. სტატისტიკურად, ყველაზე ხშირად კი, საკონდიტრო ნაწარმს (ყველა ქურდობის 19%), სოსისებს (16%), ალკოჰოლს (14%), ყველს (13%), ასევე ყავას და კაკაოს (7%) იპარავენ. მოპარული საქონლის საშუალო რაოდენობა ჯამში 1500 რუბლია, რაც 25%-ით მეტია წინა წელთან შედარებით. 

გარდა ამისა, ასევე გაიზარდა თვითმომსახურების სალაროებში პროდუქციის მოპარვის შემთხვევებიც.

”ახლა ადამიანები იპარავენ გაცილებით მეტს და უფრო ხშირად, ვიდრე ოდესმე”, - ამბობს რუსეთში, ერთ-ერთი მსხვილი სავაჭრო ცენტრის ტოპ-მენეჯერი, ამიტომაც სუპერმარკეტში უსაფრთხოება გაამკაცრეს, დააყენეს ვიდეო-თვალთვალის სისტემები და საკეტებიც, არა მხოლოდ ძვირად ღირებულ საქონელზე, როგორიცაა ალკოჰოლი და ხიზილალა, არამედ კოსმეტიკასა და საყოფაცხოვრებო ქიმიაზეც.

თუმცა გარდა პროდუქტებისა თუ საყოფაცხოვრებო ნივთებისა, ქურდობის ფაქტები ტანსაცმლის მაღაზიებშიც ფიქსირდება, სადაც ძვირად ღირებული დასავლური ბრენდების პროდუქციის მოპარვას ცდილობენ და როგორც ანალიტიკოსები ვარაუდობენ, ეს მდგომარეობა რუსეთში ეკონომიკური მდგომარეობის გაუარესების პარალელურად, კიდევ უფრო გართულდება.