მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"თუკი არ განვითარდა ჰიდროენერგეტიკა, 10 წელიწადში 50%-ით იმპორტზე დამოკიდებული ვიქნებით"

604d2042d731f
BM.GE
14.03.21 09:30
1297
„თუ ჩვენ დღესვე არ მივიღებთ გადაწყვეტილებას, რომ განვავითაროთ საკუთარი ენერგორესურსები და გადავწყვიტოთ, უახლოეს 10 წელიწადში დამატებით 30-35 მილიარდი კვტ. საათი მოსახმარი ელექტროენერგია საიდან მოდის, შეიძლება საბედისწერო შეცდომა დავუშვათ, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვთარების მინისტრმა ნათია თურნავამ საზოგადოებრივ მაუწყებელზე სტუმრობისას განაცხადა.

მინისტრის თქმით, ქვეყანაში ელექტროენერგიის არსებული მოხმარება, რაც წლიურად 12.6 მილიარდ კილოვატ საათს შეადგენს, უახლოეს ათ წელიწადში თითქმის გაორმაგდება.

„ეს ნიშნავს, რომ 2030 წლისთვის მინიმუმ 21 მილიარდ კვტ. საათზე გავალთ ან 24 მლრდ. კვტ საათზე, გააჩნია ტემპს. მოგეხსენებათ, ჩვენ ვავითარებთ ენერგოეფექტურობას, თუმცა როგორი ენერგოეფექტურებიც არ უნდა გავხდეთ, მოხმარების ნაწილში ეს ბევრს არაფერს შეცვლის. შეიძლება 1-2 პროცენტი დააკლდეს. ამიტომ თუ ახლავე არ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ განვავითაროთ ჩვენი საკუთარი ენერგორესურსები და უახლოეს 10 წელიწადში დამატებით 30-35 მლრდ. კვტ. საათი მოსახმარი ელექტროენერგია საიდან მოდის, შეიძლება დიდი, საბედისწერო შეცდომა დავუშვათ“, - აღნიშნა ნათია თურნავამ.

მისი თქმით, საუბარი არ არის მხოლოდ მცირე ჰესებზე, რომელიც სეზონურია, არამედ საუბარია კრიტიკულად დიდ ინფრასტრუქტურაზე - ისეთ ჰესებზე, რომელიც შეინახავს წყალს და ზამთარში გამოიმუშავებს.

„დღესვე უნდა გადავწყვიტოთ, რომ ეს დამატებითი 30-35 მლრდ. კვტ. საათი სწორედ ჩვენი ენერგეტიკის შედეგი უნდა იყოს და ადგილზე გამომუშავდეს, ვინაიდან უკვე დღესაც 35%-ით ვართ დამოკიდებული გარე ენერგორესურსებეზე და 10 წელიწადში შეიძლება 50%-ით და თ გავხდეთ დამოკიდებული გარე რესურსებზე“, - აღნიშნა ნათია თურნავამ.

ნათია თურნავას განცხადებით, ეს იმას ნიშნავს, რომ ქვეყნის ელექტროენერგიის ფასების მდგომარეობას განსაზღვრავს არა ქვეყნის, ენერგოპოლიტიკა და მარეგულირებელი, არამედ მეზობელი ქვეყნების პოლიტიკა და ელექტროენერგიის საფასური  რეგიონის ქვეყნებში არსებულ ვითარებაზე იქნება დამოკიდებული.

"დამატებით 30-35 მილიარდი კვტ. საათი თუ არ გამომუშავდა ადგილზე და გარედან წამოვიდა, დღევანდელი ფასებით რომ განვსაზღვროთ, ეს ნიშნავს მილიარად ნახევარი დოლარის გადინებას საქართველოდან. ჩვენ რომ დავთომოთ ის ფული, რომელსაც ჩვენი მოსახლეობა ელექტროენერგიაში იხდის სხვა მეზობელი ქვეყნების, მათ შორის ჩრდილოელი მეზობლის სასარგებლოდ და ამ ქვეყნებს ვურიგებთ, ჩვენ დასაქმებულებს და ჩვენ ჰესს კი არ მოხმარდება, არამედ იგივე თურქეთში აშენებულ თურქულ ჰესს“, - განაცხადა ნათია თურნავამ.