მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Forbes Woman Georgia ახალ პროექტს იწყებს

5e6544d4a1258
BM.GE
08.03.20 23:04
1170
Forbes Woman Georgia-მ საქართველოში ქალთა უფლებების განმტკიცებისთვის, ქალთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ახალი ონლაინ-კამპანია - #8მარტიდან8მარტამდე  დაანონსა. 

"#8მარტიდან8მარტამდე ხშირად გვავიწყდება, რომ საქართველოში ქალები ჯერ კიდევ ძალიან ბევრი გამოწვევის წინაშე არიან და ხშირად მარტოც კი რჩებიან ამ გამოწვევებთან.

ნებისა და არჩევანის თავისუფლება, სიცოცხლისა და უსაფრთხოების უფლება, ფინანსური დამოუკიდებლობა, ხელმისაწვდომობა განათლებაზე - ამ ძირითადი უფლებებისა და გარანტიების შეზღუდვა ქალებს უკარგავს შანსს იყვნენ დამოუკიდებლები, ბედნიერები და წარმატებულები.

ჩვენ გადავწყვიტეთ, მომდევნო 365 დღის განმავლობაში ჩვენი პლატფორმიდან ყოველდღე შეგახსენოთ, რომ ქალები არიან თავისუფლები, დამოუკიდებლები, ძლიერები და მებრძოლები. ყოველდღე გითხრათ, რომ დაუშვებელია მათი ნებისა და თავისუფლების შეზღუდვა, დაუშვებელია მათთვის ნებისმიერი სახის საფრთხის შექმნა, დაუშვებელია მათზე გავლენის მოპოვების მცდელობა. იმედი გვაქვს, რომ ჩვენს ძალისხმევას ექნება პოზიტიური შედეგი და ყოველდღე, #8მარტიდან8მარტამდე უპირობოდ დავუჭერთ მხარს მათ განვითარებასა და თავისუფლებას,"- ნათქვამია Forbes Woman Georgia-ს Facebook გვერდზე.