10.მაისი .2021 23:30

Ford-ი 661 000 Explorer-ის ჯიპს გაიწვევს

Ford-ი 661 000 Explorer-ის ჯიპს გაიწვევს
views 269
უკან

აშშ-ის წამყვანი ავტოკონცერნი Ford Motors-ი 661000 Explorer-ის ჯიპს გაიწვევს. ამის შესახებ ინფორმაციას CNBC- ავრცელებს.

გამოცემა წერს, რომ გაწვევა Ford Explorer-ის იმ მოდელებს შეეხება, რომლებიც 2016-დან 2019 წლამდეა წარმოებული, მიზეზი კი ავტომობილებზე არასწორად დამონტაჟებული რელინგებია, რომელიც ავტომობილის გადაადგილების დროს პოტენციურ საფრთხეს წარმოადგენს.

Ford-მა აღნიშნული გადაწყვეტილება აშშ-ის საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების ეროვნული ადმინისტრაციის მოწოდების საფუძველზე მიიღო, რადგან 2020 წელს, ავტომობილიდან რელინგების მოძრობის 11 შემთხვევა გამოვლინდა.

როგორც გამოცემა წერს, Ford-ის სადილერო კომპანიები ვალდებულები არიან უსასყიდლოთ შეცვალონ დაზიანებული რელინგები ახალით და დაუბრუნონ მფლობელს უმოკლეს დროში. ბოლო ცვლილების საფუძველზე, Ford-ის გარანტია რელინგებზე 10 წლამდე გაიზრდება.

აღსანიშნავია, რომ კომპანია 620 483 ავტომობილს გაიწვევს აშშ-დან, 36 419-ს - კანადიდან და 4 260-ს - მექსიკიდან.