მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Ford-ი ჩინეთში ელექტრონული Mostang-ის წარმოებას განიხილავს

6013fab039e8d
ნათია თაქთაქიშვილი
29.01.21 19:00
794
ამერიკული ავტოკონცერნი Ford-ი ჩინეთში ელექტრონული Mostang-ის წარმოებას გეგმავს. როგორც Ford-ის მენეჯმენტი აცხადებს, ავტომობილის წარმოება მიმდინარე წლის ბოლოსთვის დაიწყება. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.

გამოცემის მიხედვით, კომპანია ახალ გადაწყვეტილებას ჩინეთში არსებული პოლიტიკით ხსნის, რომლის მიხედვით, ქვეყანა აქტიურად არის ჩართული გარემოს დაბინძურების საწინააღმდეგო კამპანიებში და მხარს უჭერს ნახშირორჟანგის გამოყოფის მინიმუმამდე შემცირებას, ამიტომ იქ ელექტრონულ ავტომობილებზე მოთხოვნა მუდმივად იზრდება.

აღსანიშნავია, რომ Ford-მა ჩინეთში ავტომობილების წარმოება გასული წლის მარტში დაიწყო, თუმცა ბაზარზე პროცენტულად ძალიან მცირე წილითაა წარმოდგენილი ისეთ კონკურენტთან შედარებით, როგორიც Tesla-აა.

გამოცემა წერს, რომ ჩინეთის ბაზარი ყველა ავტომწარმოებილისთვის მიმზიდველია, რადგან წელიწადში, დაახლოებით, 200 მილიონზე მეტი ავტომობილი იყიდება.