მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Ford-ი გერმანიაში $1 მილიარდის ინვესტირებას განიხილავს

602d1b19993ad
ნათია თაქთაქიშვილი
17.02.21 22:30
644
ამერიკული ავტოკონცერნი Ford-ი გერმანიაში მდებარე ქარხნის მოდერნიზებაში 1 მილიარდი აშშ დოლარის დაბანდებას განიხილავს, რომლის ფარგლებში კომპანია ელექტრომობილების წარმოებაზე გადართვას გეგმავს და აცხადებს, რომ 2030 წლისთვის მხოლოდ ელექტრომობილებს გაყიდის. ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

გამოცემა წერს, რომ კომპანია ელექტრომობილების წარმოებას 2023 წლიდან დაიწყებს, ხოლო 2026 წლიდან ევროპელ მომხმარებელს უმეტესად ელექტრონულ ან ჰიბრიდულ ავტომობილებს შესთავაზებს.

„ჩვენ წარმატებით მოვახერხეთ Ford-ის ევროპული საწარმოს რესტრუქტურიზაცია და გასული წლის მეოთხე კვარტალი მოგებით დავასრულეთ. ახლა მთლიანად ელექტრონულ წარმოებაზე გადასვლას განვიხილავთ“, განაცხადა Ford-ის ევროპული საწარმოს ხელმძღვანელმა სტიუარტ როულიმ.

შეგახსენებთ, Ford-მა გასულ თვეს დაანონსა, რომ კომპანია 2025 წლამდე მსოლფიოს მასშტაბით ელექტრომობილების წარმოებაზე 22 მილიარდი აშშ დოლარის ინვესტირებას გეგმავდა.