მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Ford-ი რესპირატორების დამზადებას იწყებს

5e7a07ba9184a
ნათია თაქთაქიშვილი
24.03.20 17:22
967
მსოფლიოში ცნობილმა ავტოკონცერნმა Ford-მა დღეს განაცხადა, რომ კომპანია იწყებს სამედიცინო ეკიპირების და რესპირატორების დამზადებას სამედიცინო პერსონალისთვის, რათა დაეხმარონ ინვენტარის დეფიციტის აღმოფხვრას კორონავირუსთან ბრძოლაში. ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

Ford-ის განცხადებით, კომპანია რესპირატორებს და სამედიცინო დანიშნულების ვენტილატორებს, რომლებიც კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტების სამკურნალოდ გამოიყენება, კომპანია 3M-თან და GE Healthcare-თან თანამშრომლობით,  მიჩიგანში განთავსებულ საწარმოებში დაამზადებს.

Ford-ი რესპირატორების წარმოებაში გამოიყენებს 3D ბეჭვდას, რომლის მეშვეობითაც შექმნის სპეცალურ ნიღბებს, რაც სამედიცინო პერსონალს  ბაქტერიებისგან დაიცავს. აღნიშნული ნიღბები დეტროიტის საავადმყოფოში დაიტესტება.

Ford-ის განცხადებით, კომპანია საწყის ეტაპზე თვეში დაახლოებით, 1,000 ნიღბის წარმოებას გეგმავს, მაგრამ სურვილი აქვთ გაზარდონ წარმოება, თან რაც შეიძლება მალე.

აღსანიშნავია, რომ სამედიცინო ვენტილატორებისა და რესპირატორების წარმოებაზე გასულ კვირას უკვე განაცხადეს General Motors-მა და Tesla-მ.