მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Ford-მა მესამე კვარტალი მოგებით დაასრულა

5f9a89798b20d
ნათია თაქთაქიშვილი
29.10.20 21:10
926
ავტოკონცერნმა Ford-მა მესამე კვარტალი მოგებით დაასრულა. კომპანიის მოგება Ford-ის სატვირთო მანქანებზე გაზრდილმა მოთხოვნამ განაპირობა. ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

ავტოკონცერნმა აღნიშნულ კვარტალში 2.6 მილიარდი აშშ დოლარის მოგება მიიღო, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით გაორმაგებულია (1.4 მილიარდი აშშ დოლარი).

როგორც გამოცემა წერს, Ford-ს სხვა ავტოკონცერნების მსგავსად პირველ კვარტალში ზარალი უფიქსირდებოდა კორონავირუსით გამოწვეული „ლოქდაუნების“ გამო. Ford-ის წმინდა ზარალმა პირველ 6 თვეში 2.3 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა.

ავტომწარმოებელს კვარტალური მოგების კვალდაკვალ გაეზარდა აქციების ღირებულება საერთაშორისო საფონდო ბირჟაზე და ზრდამ ივნისის თვიდან 25%-ზე მეტი შეადგინა. ავტოკონცერნმა აქციებზე ფასების მატებით გაუსწრო ისეთ კონკურენტებს, როგორიც არის General Motors-ი და Fiat Chrysler-ი.

გამოცემის მიხედვით, განსაკუთრებული მოთხოვნა ფიქსირდებოდა Ford-ის შემდეგ მოდელებზე F-150 pickup, Mustang Mach-E და Bronco Sport-ზე.