მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Forever 21 გაკოტრებას აცხადებს: 178 მაღაზია დაიხურება

5d91a335874fc
მიხეილ ხაჩიძე
30.09.19 11:30
1412
ცნობილი ამერიკულმა ბრენდმა Forever 21-მა გაკოტრების შესახებ გამოაცხადა. ლოს–ანჟელესში დარეგისტრირებულმა მოდის სახლმა შესაბამისი პროცედურები დაიწყო და შტატების სასამართლოს უკვე მიმართა.

როგორც ამერიკული ბიზნეს-პორტალი Bloomberg იუყება, გაკოტრების პროცედურის საშუალებით კომპანია რეფორმირების ახალ ეტაპს მოახდენს. Forever 21-მა თავისი ვალდებულებები კონსოლიდირებულ საფუძველზე 1–დან 10–მდე მილიარდ აშშ დოლარად შეაფასა. ინზოლვენციის გამოცხადება კი მას საშუალებას მისცემს საქმიანობა გააგრძელოს, სანამ კრედიტების დაფარვის გეგმას შეიმუშავებს და გარიგებას შეცვლის. გაკოტრების წარდგენის შემდეგ 178-მდე მაღაზიას ევროპასა და აზიაში დაკეტვა ემუქრება, ლათინური ამერიკის სახელმწიფოებში კი ისინი ოპერირებას განაგრძობენ.

აღსანიშნავია, რომ კრედიტორმა კომპანიებმა JPMorgan-მა და Chase-მა Forever 21-ს 275 მილიონი აშშ დოლარი გამოუყვეს.

ცნობისთვის, 1984 წელს დაფუძნებულ Forever 21 ერთ დროს მსოფლიოს 57 ქვეყანაში 800-ზე მეტი მაღაზია ჰქონდა.

ქსელის გაკოტრების შესახებ BMG Bloomberg-ზე დარყდნობით ჯერ კიდევ აგვისტოს თვეში იუწყებოდა.