მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოში ბენზინისა და დიზელის საწვავის იმპორტი იზრდება

60d04d9cac5a5
BM.GE
21.06.21 12:25
1534
"2021 წლის იანვარ-მაისის თვეების განმავლობაში საქართველოში ბენზინისა და დიზელის საწვავის იმპორტმა შეადგინა 428,5 ათასი ტონა, რაც 29,6 ათასი ტონით ანუ 7,4%-ით მეტია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან (398,9 ათასი ტონა) შედარებით და 24.3 ათასი ტონით ანუ 6,0%-ით პანდემიამდე არსებული 2019 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან (404.2 ათასი ტონა) შედარებით". ინფორმაციას ამის შესახებ ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი ავრცელებს.

მათ შორის, 2021 წლის პირველი 5 თვის განმავლობაში ბენზინის საწვავის იმპორტმა შეადგინა 217,6 ათასი ტონა, ხოლო დიზელის საწვავის იმპორტმა - 210,9 ათასი ტონა.

კატეგორიების მიხედვით, 2021 წლის იანვარ-მაისის თვეების განმავლობაში ბენზინის საწვავის იმპორტმა შეადგინა შემდეგი: A-91 რეგულარი ტიპის ბენზინი - 142,3 ათასი ტონა (65,4%); A-95 პრემიუმი ტიპის ბენზინი - 70,8 ათასი ტონა (32,5%); A-98 სუპერი ტიპის ბენზინი - 4,4 ათასი ტონა (2,0%);

მიმდინარე წლის იანვარ-მაისის თვეების განმავლობაში ბენზინისა და დიზელის საწვავის იმპორტის ყველაზე დიდი მოცულობა განხორციელდა რუმინეთიდან - 99,0 ათასი ტონა, რაც მთელი იმპორტის 23,1%-ს შეადგენს. შემდეგ მოდიან: თურქმენეთი - 95,2 ათასი ტონა - 22,2%; რუსეთი - 93,9 ათასი ტონა - 21,9%; აზერბაიჯანი - 72,0 ათასი ტონა - 16,8%; ბულგარეთი - 44,6 ათასი ტონა - 10,4%; საბერძნეთი - 11,1 ათასი ტონა - 2,6; თურქეთი - 8,1 ათასი ტონა - 1,9%; ყაზახეთი - 2,5 ათასი ტონა - 0,6% და სხვ.

"ბენზინისა და დიზელის საწვავის იმპორტის ზრდა განპირობებულია ბევრი სხვადასხვა ფაქტორით, რომელთაგან უმთავრესია ის, რომ მიმდინარე წელს მოსალოდნელზე უფრო მაღალი ტემპით მიმდინარეობს ეკონომიკის აღდგენის პროცესი"-აცხადებენ ორგანიზაციაში.