მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

2022 წელს საქართველოში 771 000 სატვირთო ავტომობილი შემოვიდა და იგივე რაოდენობა გავიდა - საბაჟო

63d23a9b0c97e
BM.GE
26.01.23 12:35
742
2022 წელს საქართველოს ტერიტორიაზე 771 000 სატვირთო ავტომობილზე მეტი შემოვიდა და იგივე რაოდენობა გავიდა, - ამის შესახებ შემოსავლების სამსახურის უფროსის მოადგილემ, ვლადიმერ ხუნდაძემ განაცხადა. ხუნდაძის ინფორმაციით, მაჩვენებლები 2021 წელთან შედარებით 17%-ით მეტია.

„მოგეხსენებათ, რომ საერთაშორისო ვაჭრობის ხელშეწყობა, ექსპორტის წახალისება სახელმწიფოს ერთ-ერთი პრიორიტეტია. თამამად მსურს განვაცხადო, რომ შემოსავლების სამსახური ძალისხმევას არ იშურებს აღნიშნული მიმართულებით. პანდემიის დასრულების შემდეგ გასულ წელს, ასევე მნიშვნელოვნად გაიზარდა საზღვრის კვეთის რაოდენობა. 2022 წელს საქართველოს ტერიტორიაზე შემოვიდა 771 ათას სატვირთო ავტომობილზე მეტი და გავიდა, ანალოგიურად, 771 ათას ავტომობილზე მეტი, რაც 2021 წელთან შედარებით 17%-ით მეტია“, - განაცხადა ხუნდაძემ.