Formula 1-ის ინჟინრებმა და University College London-ის აკადემიკოსებმა კორონავირუსით ინფიცრებულთათვის 4 დღეში შექმნეს სასუნთქი მოწყობილობა და 100-მდე დანადგარი, რომელიც ლონდონის საავადმყოფოებში კლინიკურ ტესტირებას უკვე გადის. ამის შესახებ ინფორმაციას Dailymail-ი ავრცელებს.
როგორც გამოცემა აღნიშნავს, ახალი მოწყობილობა პაციენტს ნიღბის მეშვეობით აწვდის ჟანგბადს ფილტვების გასაფართოებლად და წარმოადგენს ალტერნატიული მკურნალობის მეთოდს იმ პაციენტებისთვის, ვინც უკიდურესად დაუძლურებულია ინვაზიური ვენტილაციის პროცედურებისთვის.
Formula 1-ის ინჟინრები აცხადებენ, რომ მათი გუნდი, დაახლოებით, 1,000-მდე ასეთი აპარატის წარმოებას შეძლებს დღეში.
„ვიმედოვნებთ, რომ ისინი მნიშვნელოვნად შეცვლიან მდგომარეობას საავადმყოფოებში. აღნიშნული სუნთქვის აპარატი შეამცირებს მოთხოვნას ინტენსიური თერაპიის პერსონალზე და დაეხმარება პაციენტებს გამოჯანმრთელებაში ინვაზიური ვენტილაციის საჭიროების გარეშე“, - განაცხადა პროფესორმა ტიმ ბეიკერმა.
როგორც Formula 1-სა და University College London-ში აცხადებენ, სასუნთქი მოწყობილობა წარმატებით იქნება გამოყენებული როგორც დიდ ბრიტანეთში, ასევე დანარჩენ ქვეყნებში, მაგალითად, იტალიაში.
30 მარტის მონაცემებით, დიდ ბრიტანეთში კორონავირუსით ინფიცირების 19,522 დადსტურებული შემთხვევაა გამოვლენილი, გარდაიცვალა 1,228 ადამიანი, ხოლო გამოჯანმრთელდა 135 ინფიცირებული.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
რა დაგიჯდებათ წალკის კანიონის მონახულება და რა უნდა გაითვალისწინოთ ვიზიტისას?
რატომ დგას ბოსტნეულით დატვირთული Tesla დეზერტირების ბაზარში?
ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გაუფასურდა
“ადამიანები მიხვდნენ, რომ მექსიკის გავლით აშშ-ში გადასვლა სარისკოა” - Turebi.ge
Forbes-ის მილიარდერების განახლებული რეიტინგი - სიაში ორი ქართველია
ხვალ, თბილისში 6200 აბონენტს გაზის მიწოდება დროებით შეუწყდება
რას ნიშნავს რუსულ ტექნიკაზე გამოსახული სიმბოლო “Z”?
„რომპეტროლ საქართველოს“ სერვისები გათიშულია - კომპანია განცხადებას ავრცელებს
რუსეთის კოსმოსური სააგენტო დაჰაკულია, სადაზვერვო სატელიტები გათიშულია - Anonymous
უკრაინის პრემიერის ტექსტი, რომელიც ქართულადაა დაწერილი, ბევრ ეჭვს მიჩენს - ზალკალიანი
მაკრონი საქართველოს და მოლდოვას მხარდასაჭერად Twitter-ზე განცხადებას ავრცელებს
სანქცირებული რუსული ბანკების ბარათები Apple Pay-სა და Google Pay-ში აღარ მოქმედებს
NATO-მ სამხედრო გეგმის განხორციელება გადაწყვიტა, ეს არის ჩვენი თავდაცვა – სტოლტენბერგი
დაუწესებს თუ არა საქართველო სანქციებს რუსეთს? - ღარიბაშვილის პასუხი
“სავარაუდოდ, ათი დღის შემდეგ მკაცრი შეზღუდვებისგან გათავისუფლება ჩვენც უნდა დავიწყოთ" - კულუმბეგოვი
პანდემიის დასასრულებლად, WHO მდიდარ ქვეყნებს 14 მლრდ ევროს გადახდისკენ მოუწოდებს
"თურქული მედიკამენტები ქართველი მომხმარებლის მოთხოვნას ვერ დააკმაყოფილებს"
რისგან შედგება თამბაქოს გასახურებელი ღერები და რით განსხვავდება ის ტრადიციული სიგარეტისგან?
"მაგთი" ულიმიტო 25-ლარიან პაკეტს აუქმებს - ტარიფები ძვირდება
5 მითი გასახურებელი თამბაქოს შესახებ