მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ფოსტის გენერალური დირექტორი: მომზადდება საინვესტიციო გეგმა, რომელიც პრივატიზაციით უნდა დასრულდეს

5deaba54f070d
ნუცა ბაზლიძე
07.12.19 09:10
1495
„საქართველოს ფოსტის“ გენერალური დირექტორი ლევან ჩიკვაიძე კომპანიის სამომავლო პრივატიზაციის საკითხს შეეხო. მან ამის შესახებ გადაცემა „საქმიანი დილის“ ეთერში ისაუბრა.

„2 თვე გახლავთ იმ აუდიტის სამუშაო, რომელიც კომპანიას, როგორც ბიზნესს აფასებს. შემდეგ, მომზადდება ბიზნეს საინვესტიციო გეგმა, რომელიც, საბოლოოდ, პრივატიზაციით უნდა დასრულდეს“, - განმარტავს ლევან ჩიკვაიძე.

თემაზე საუბრისას „საქართველოს ფოსტის“ გენერალურმა დირექტორმა დასძინა, რომ ის მოხარულია, რადგან კომპანია ინვესტორებისთვის საინტერესო გახდა და მიაღწია იმ მდგომარეობას, როცა ის ღიაა და მზადაა ინვესტიციების მისაღებად.

ამასთან, საქართველოს ფოსტის დირექტორმა აღნიშნა, რომ აუდიტს კომპანია KPMG ატარებს, 2 თვის ვადაში კი მომზადდება ის გეგმა, რომლის მიხედვითაც მოხდება ინვესტირება-პრივატიზება.

შეგახსენებთ, ეკონომიკის სამინისტრომ და ქონების ეროვნულმა სააგენტომ ახალი პროექტის - „100 საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს" პრეზენტაცია გამართეს, რომლის ფარგლებშიც მთავრობა 150 მილიონი ლარის ღირებულების სახელმწიფო ქონების გასხვისებას გეგმავს.