მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ფოთის გეზში 78,677 ლარის არადეკლარირებული საქონელი აღმოაჩინეს

5f69fdc69fc99
BM.GE
22.09.20 17:45
715
შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა ფოთის გეზში არადეკლარირებული საქონელი აღმოაჩინეს.

როგორც bm.ge-ს შემოსავლების სამსახურიდან აცნობეს, გაფორმების ეკონომიკურ ზონაში "ფოთი“, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ, არადეკლარირებული საქონელი, კერძოდ, მეორადი მოხმარების ლითონის ჯართი გამოვლინდა.

არადეკლარირებული საქონლის ღირებულება 78,677 ლარი იყო.

საქმის მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა.