მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ფოთის პორტის ოპერატორის, Pace Group-ის მეწილეებმა "ქართულ ოცნებას" 200,000 ლარი შესწირეს

5f2431c07c684
შოთა ტყეშელაშვილი
31.07.20 19:11
1133
სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა პოლიტიკური შემოწირულობების ივლისის სტატისტიკა გამოაქვეყნა. დოკუემნტის მიხედვით, გასული თვის განმავლობაში ქვეყანაში პოლიტიკური შემოწირულობების სახით ჯამში 483,618 ლარი გაიცა. ამ თანხის უდიდესი ნაწილი მმართველმა პარტიამ “ქართულმა ოცნებამ” მიიღო. თავად მმართველი პარტიის ყველაზე მსხვილი შემომწირველი კი ფოთის პორტის ერთ-ერთი ოპერატორი კომპანიის "Pace ჯგუფის" მეწილეები იყვნენ. მათ პარტიის სასარგებლოდ 200,000 ლარი გადარიცხეს, რაც მთლიანად მმართველი პარტიის შემოწირულობების 73%-ია.

“PACE ჯორჯიას” მეწილეების შემოწირულობები:

● ირაკლი კერვალიშვილი - 60,000 ლარი;
● ლაურა ლარიონი - 60,000 ლარი;
● ირაკლი თათეიშვილი - 50,000;
● თეიმურაზ კერვალიშვილი - 30,000 ლარი.

Pace Group-ი საქართველოში ერთ-ერთი უმსხვილესი საპორტო და ლოგისტიკური კომპანიაა. ორგანიზაცია ფოთის პორტის ცალკეული ნავმისადგომების ოპერატორია. ამ ნავმისადგომების მიმდებარედ კი ამჟამად ახალი ტერმინალი შენდება.

“PACE ჯორჯიას” ფინანსური ანგარიშგების მიხედვით, კომპანიის აქტივები 96 მილიონ ლარს შეადგენს. 2018 წლის განმავლობაში 57.6 მილიონი ლარის შემოსავალი მიიღო. კომპანიის წმინდა მოგებამ კი, 8.4 მილიონი ლარი შეადგინა.

კომპანიამ გასულ წელს OPIC-თან $50-მილიონიან სასესხო შეთანხმებას მოაწერა ხელი, რომლითაც ფოთის პორტში ახალი სატერმინალო ინფრასტრუქტურა შენდება.