„ფოთის ახალი საზღვაო ნავსადგურის“ მფლობელი კომპანია PACE GEORGIA-ს აღმასრულებელი დირექტორის ირაკლი თათეიშვილის განცხადებით, ფოთის პორტის შესასვლელი არხის მოვლაში APM-თან ერთად PACE GEORGIA-ც მონაწილეობს.
საქმე ის არის, რომ მიმდინარე წელს საქართველოს პარლამენტმა საზღვაო კოდექსში ცვლილებები დაამტკიცა, რომელიც ქვეყანაში მოქმედი პორტების ოპერატორებს ანუ სანავსადგურე ერთეულებს თამაშის ახალ წესებს უდგენს. კერძოდ: სანავსადგურე ერთეულებმა საერთო შესასვლელი არხის ან/და შესასვლელი არხის საერთო ნაწილის დაღრმავება და მოვლა-პატრონობა მათ შორის, დადებული ხელშეკრულების საფუძველზე უნდა განახორციელონ.
მართალია, ჯერჯერობით, APM TERMINALS-სა და PACE GEORGIA-ს შორის შესაბამისი ხელშეკრულება არ გაფორმებულა, მაგრამ როგორც ირაკლი თათეიშვილი განმარტავს, ჯგუფმა გარკვეული თანხა განათავსა დეპოზიტზე, რომლის გამოყენებაც APM-ს შეუძლია.
„პორტის შესასვლელი არხის დაღრმავება-მოვლაში ჩვენც ვმონაწილეობთ ჩვენი მხრიდან თანხის გადახდით... დეპოზიტზე განვათავსეთ თანხა, რომლის გამოყენებაც APM-ს შეუძლია იმ სამუშაოებიდან გამომდინარე, რა სამუშაოებსაც შეასრულებს პორტში შესასვლელ არხში“, - განმარტა PACE GEORGIA-ს აღმასრულებელმა დირექტორმა.
აღსანიშნია, რომ საზღვაო კოდექსში შეტანილი კიდევ ერთი ცვლილების თანახმად, სანავსადგურე ერთეულს არ აქვს უფლება, დააწესოს საზღაური შესასვლელი არხით სარგებლობისთვის ან სხვა სანავსადგურე საფასური ან/და საზღაური სხვა სანავსადგურე ერთეულში შემსვლელი და სხვა სანავსადგურე ერთეულიდან გამსვლელი გემებისთვის.
შედეგად, როგორვც bm.ge-ს ირაკლი თათეიშვილმა განუცხადა, გემები, რომლებიც „ფოთის ახალი საზღვაო ნავსადგურის“ ნავმისადგომებში შედიან, პორტის შესასვლელი არხის საფასურს არა APM TERMINALS-ს, არამედ PACE GEORGIA-ს უხდიან.
ცნობისთვის: გამომდინარე იქიდან, რომ, ჯერჯერჯობით, ფოთის პორტი საქართველოში ერთადერთია, სადაც ორი სანავსადგურე ერთეულია - „კორპორაცია ფოთის საზღვაო ნავსადგური“ (APM TERMINALS POTI) და „ფოთის ახალი საზღვაო ნავსადგური” (PACE GEORGIA), საზღვაო კოდექსში ცვლილებების შეტანის წინააღმდეგ ღიად გამოვიდა APM TERMINALS POTI. ინვესტორი კომპანიის მენეჯმენტმა შესაბამისი წერილით პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს და აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების ეკონომიკურ ბლოკსაც მიმართეს და თან გააფრთხილეს, რომ თუ საზღვაო კოდექსში ცვლილებები დამტკიცდებოდა, საერთაშორისო არბიტრაჟში დავის დაწყებას არ გამორიცხავდნენ. მიუხედავად ამისა, პარლამენტმა კანონი დაამტკიცა და ზაფხულში დადგენილებებიც გამოიცა.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
ლარი ზედმეტადაა გამყარებული - TBC Capital
გურამ ბაღდოშვილი ბაკურიანში რესტორანს ხურავს - მიზეზი
ტექინსპექტირების ცენტრის თანამშრომელი დააკავეს
ემიგრაციიდან საქართველოში დაბრუნებულებს პროექტებს დაუფინანსებენ - განცხადებების მიღება გრძელდება
“ტრეფიკ თრეველის” დამფუძნებელი ცოტნე ჯაფარიძე გუდაურში დააკავეს
1-ელი აპრილიდან ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი იწყება
„დოლარი ნელ-ნელა თმობს თავის პოზიციებს” - ოთარ ნადარაია
ვის ეკუთვნის რუსთავში გახსნილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა?
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
ჩინეთის უმდიდრესმა ბიზნესმენმა ქონების 93% დაკარგა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
ხელფასები ორჯერ გავზარდეთ, თუმცა კადრების გადინება მაინც მაღალია - „კულას“ დირექტორი
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი
ბიზნესმენი რომან ფიფია საჯარო განცხადებას ავრცელებს
ქუთაისიდან სვანეთისკენ გვირაბი თუ გაკეთდა, მესტია შვეიცარიის დონის კურორტი გახდება - გურჩიანი