მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ფოთის პორტში ტვირთბრუნვა შემცირდა, ბათუმის პორტში კი ნაკადების ზრდაა

60cf89273a199
შოთა ტყეშელაშვილი
20.06.21 22:17
1027
ეკონომიკის სამინისტრომ ქართული პორტების ტვირთბრუნვის შესახებ გამოაქვეყნა სტატისტიკური ინფორმაცია. დოკუმენტის თანახმად, საქართველოს საზღვაო ნავსადგურებსა და პორტებში გადამუშავებული ტვირთების მოცულობა წელს 6.7%-ით შემცირდა და 5.5 მილიონი ტონა შეადგინა. კლების ძირითადი მიზეზი ქვეყნის უმსხვილეს - ფოთის პორტში ტვირთების ნაკადის 18.5%-იანი შემცირებაა, რადგან იანვარ-აპრილის პერიოდში ფოთის პორტმა სულ 2.2 მილიონი ტონა ტვირთი გაატარა. ფოთისგან განსხვავებით მზარდია ბათუმის პორტის ტვირთბრუნვა. 

საქართველოს პორტებში ტვირთბრუნვის მოცულობა 2021 წლის 4 თვეში ასეთი იყო:

• ფოთის პორტი - 2.2 მილიონი ტონა, კლება 18.5%;
• სუფსის საზღვაო ტერმინალი - 1.5 მილიონი ტონა, წინა წელთან შედაებით უცვლელია;
• ბათუმის საზღვაო ნავსადგური - 1.2 მილიონი ტონა, ზრდა 9%;
• ყულევის ტერმინალი - 0.6 მილიონი ტონა, წინა წელთან შედაებით უცვლელია.

რაც შეეხება პორტებში გადაზიდული კონტეინერების რაოდენობას, ის 128,000-ს შეადგენს, რაც წლიურად 31%-ით არის შემცირებული

რკინიგზამ კი წელს 4 მილიონი ტონა ტვირთი გადაზიდა, რაც 2020 წელთან შედარებით 11%-ით მეტია.