მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ფოთის პორტში ტვირთბრუნვა შემცირდა, სხვა პორტებში კი გაიზარდა

600575743be66
შოთა ტყეშელაშვილი
18.01.21 16:00
1258
საქართველოს პორტებში გატარებული ტვირთების მოცულობა შემცირებულია. ამის შესახებ ეკონომიკის სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული მიმოხილვიდან ხდება ცნობილი. დოკუმენტის მიხედვით, იანვარ-ნოემბრის პერიოდში პორტების მიერ ჯამურად გადაზიდული ტვირთების მოცულობამ 15.5 მილიონი ტონა შეადგინა, რაც 2019 წლის მაჩვენებლებს 1.9%-ით ჩამოუვარდება. ამ შემცირების მთავარი მიზეზი ქვეყნის უმსხვილესი პორტის - ფოთის პორტის ტვირთბრუნვის კლებაა. 

ეკონომიკის სამინისტროს თანახმად, სხვა პორტებში დატვირთვის მოცულობა გაზრდილია.
  • ფოთის პორტი - 6.8 მილიონი ტონა, კლება 13.9%; 
  • სუფსის საზღვაო ტერმინალი - 3.8 მილიონი ტონა, ზრდა 8.5%;
  • ბათუმის საზღვაო ნავსადგური - 3.2 მილიონი ტონა, ზრდა 6.6%;
  • ყულევის ტერმინალი - 1.6 მილიონი ტონა, ზრდა 6.7%.
რაც შეეხება პორტებში დამუშავებული კონტეინერების რაოდენობას, ის 452 ათასს შეადგენს, რაც წლიურად 22.7%-ით არის შემცირებული

საქართველოს რკინიგზას, მის მიერ გადაზიდული ტვირთების ჯამური ოდენობა 9.8 მილიონ ტონას შეადგენს, რაც 2019 წლის ანალოგიური შედეგია.

სარკინიგზო ტვირთბრუნვის შენარჩუნების მიუხედავად, 2020 წლის 9 თვეში რკინიგზა მაინც სოლიდურ ზარალზე იყო. კომპანიამ მომსახურებიდან 363.5 მილიონი ლარის შემოსავალი მიიღო, მისი წმინდა ზარალი კი 118 მლნ ლარი იყო.