მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ფოთის თეატრის ონლაინ სპექტაკლები მაყურებლებისთვის - განრიგი

5e837d5799855
ანი ციხისთავი
31.03.20 22:30
677
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინიციატივით Facebook გვერდზე ვიდეოჩვენების ფორმატში სახლში დარჩენილ ადამიანებს საშუალება ექნებათ ფოთის თეატრის მიერ შემოთავაზებულ სპექტაკლებს უყურონ. ამ ინფორმაციას საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო თავის ოფიციალურ Facebook გვერდზე ავრცელებს და მაყურებლებს სპექტაკლების განრიგსაც სთავაზობს:

31 მარტი, 22:00 - “ჩარეცხილები”. ავტორი: სლავომირ მროჟეკი. რეჟისორი: დარიუშ ეჟერსკი.
1 აპრილი, 22:00 - “ორკესტრი ტიტანიკი”. ავტორი: ხრისტო ბოიჩევი. რეჟისორი: ნიკოლოზ საბაშვილი.
2 აპრილი, 22:00 - “ფიროსმანი”. ავტორი: ელენე მაცხონაშვილი. რეჟისორი: ელენე მაცხონაშვილი.
3 აპრილი, 22:00 - “მკვდარი ქალაქები”. ავტორი: დავით ხორბალაძე. რეჟისორი: მიხეილ ჩარკვიანი.
4 აპრილი, 22:00 - “ყვითელი დღეები”. ავტორი: დანიელა ჯანჯინი. რეჟისორი: დავით მღებრიშვილი.
5 აპრილი, 22:00 - “HOLLAND, HOLLAND”. ავტორი: დავით გაბუნია. რეჟისორი: პაატა ციკოლია.