EUGBC-ის ორგანიზებით, 15 სექტემბერს ამერიკის შეერთებული შტატების სრულუფლებიან ელჩთან საქართველოში კელი დეგნანთან დისტანციური/ონლაინ შეხვედრა გაიმართა. ინფორმაციას ამის შესახებ ფოთის თავისუფალი ინდუსტრიული ზონის ადმინისტრაცია ავრცელებს.
მათივე ცნობით, ონლაინ შეხვედრის ფარგლებში ფოთის თიზ-ის დირექტორმა დავით ებრალიძემ ელჩს ფოთის თიზ-ის უპირატესობები გააცნო და აღნიშნა, რომ იგი მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილია იმ ინფრასტრუქტურულ-ლოგისტიკურ ჯაჭვში, რომელსაც ფოთში არსებული პორტი და ტერმინალები ქმნიან.
ელჩს აგრეთვე წარედგინა ინფორმაცია იმ პროექტის შესახებ, რომელიც ფოთის თიზ-ში აშშ-ში საქართველოს საელჩოს დახმარებით განხორციელდა. აღნიშული ეხება თხილის გადამამუშავებელი ქარხანის მშენებლობას, რომელიც 2020 წლის დასაწყისში დასრულდა და სატესტო რეჟიმში მუშაობს. საწარმოს ძირითადი ნედლეული შემოდის აშშ-დან, ხოლო საბოლოო პროდუქტის ექსპორტი დსთ-ს ქვეყნებში ხორციელდება.
გარდა ამისა, ფოთის თიზ-ის დირექტორი საგრანტო ინსტრუმენტებით დაინტერესდა, რომელსაც ამერიკის საელჩო, USAID და U.S. International Development Finance Corporation (DFC) კომპანიებს სთავაზობენ. მისი კითხვები შეეხებოდა საკითხებს, თუ როგორ შეიძლება აღნიშნული შესაძლებლობა გამოყენებულ იქნეს, როგორც ფოთის თიზ-ის არსებული, ასევე ახალი პროექტებისთვის.
დავით ებრალიძემ ელჩს მადლობა გადაუხადა ფოთის თიზ-თან მიმართებაში გამოხატული ყურადღებისა და თანამშრომლობისთვის და ფოთის თიზ-ში მიიწვია, რათა ადგილზე გაეცნოს არსებულ ინფრასტრუქტურას და მიმდინარე პროექტებს, ასევე დაესწროს აშშ-ში საქართველოს სალჩოს დახმარებით ამუშავებული თხილის გადამამუშავებელი ქარხნის ოფიციალურ გახსნას.
NS
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
გერმანიაში წასვლის მსურველი 91 616 მოქალაქეა დარეგისტრირებული - რამდენი შეძლებს წასვლას?
„ექსპორტით ხუთ წელში $2 მლრდ-ის შემოტანა შემიძლია“ – რა სირთულეებს აწყდება Glenberries-ი
მიმართულებები, რომელსაც ორშაბათიდან ახალი მიკროავტობუსები მოემსახურება
როგორ დავსაქმდეთ გერმანიაში ლეგალურად? - რეგისტრაცია დღეს იწყება
"ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი ეკონომიკის გახსნაა" - "სილქნეტი" 2020 წელს აფასებს
„თბილისის მიკროავტობუსი“ განცხადებას ავრცელებს
დღეს კომენდანტის საათი დროებით უქმდება
Wolt-ის და Glovo-ს ტარიფები აბსურდულია - რაზე ვერ შეთანხმდნენ რესტორნების წარმომადგენლები მიტანის კომპანიებთან?
Leavingstone-ის კლიენტები Netflix-ი და Siemens-ი გახდნენ - კომპანია ბერლინში ოფისის გახსნას გეგმავს
ვუნდერკინდი, რომელმაც უნივერსიტეტი მიატოვა, მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერია
ბრიტანეთის მარეგულირებელი Pfizer/BioNTech-ის ვაქცინაზე მოქალაქეებს აფრთხილებს
ალექსანდრე ძნელაძე: "საბანკო სესხების მინიმუმ 3-თვიან გადავადებაზეა საუბარი"
ხვალიდან თბილისის რამდენიმე ქუჩაზე მოძრაობა იზღუდება
პანდემიის დროს საქართველოში წითელ ტუჩსაცხზე მოთხოვნა გაიზარდა – Voulez-vous
ფილტვები, თავის ტვინი, გული - სად ტოვებს კვალს covid-19?
ასტეროიდი, რომლის ღირებულებაც მსოფლიო ეკონომიკას 70 000-ჯერ აღემატება
მიხეილ ლომთაძე კომპანია Kaspi-ს LSE-ზე განთავსების შედეგად მილიარდერი გახდა
პიკისგან გვაშორებს 2-3 კვირა, სწორედ ამ დროს მოხდება მთავარი დარტყმა სამედიცინო სისტემაზე – ინფექციონისტი
ჟენევამ მსოფლიოში ყველაზე მაღალი მინიმალური ხელფასი დააწესა – საათში $25
"უნიკალური ხიდი ხაშურის შემოვლით გზაზე"- ვინ განახორციელა პროექტი?