მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ფოთის თიზ-ის დირექტორმა დავით ებრალიძემ აშშ-ის ელჩთან ონლაინ შეხვედრა გამართა

5f61f12c4c5f4
ვიქტორია მღებრიშვილი
16.09.20 15:06
1079
EUGBC-ის ორგანიზებით, 15 სექტემბერს ამერიკის შეერთებული შტატების სრულუფლებიან ელჩთან საქართველოში კელი დეგნანთან  დისტანციური/ონლაინ შეხვედრა გაიმართა. ინფორმაციას ამის შესახებ ფოთის თავისუფალი ინდუსტრიული ზონის ადმინისტრაცია ავრცელებს.

მათივე ცნობით, ონლაინ შეხვედრის ფარგლებში ფოთის თიზ-ის დირექტორმა დავით ებრალიძემ ელჩს ფოთის თიზ-ის უპირატესობები გააცნო და აღნიშნა, რომ იგი მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილია იმ ინფრასტრუქტურულ-ლოგისტიკურ ჯაჭვში, რომელსაც ფოთში არსებული პორტი და ტერმინალები ქმნიან.

ელჩს აგრეთვე წარედგინა ინფორმაცია იმ პროექტის შესახებ, რომელიც ფოთის თიზ-ში აშშ-ში საქართველოს საელჩოს დახმარებით განხორციელდა. აღნიშული ეხება თხილის გადამამუშავებელი ქარხანის მშენებლობას, რომელიც 2020 წლის დასაწყისში დასრულდა და სატესტო რეჟიმში მუშაობს. საწარმოს ძირითადი ნედლეული შემოდის აშშ-დან, ხოლო საბოლოო პროდუქტის ექსპორტი დსთ-ს ქვეყნებში ხორციელდება.

გარდა ამისა, ფოთის თიზ-ის დირექტორი საგრანტო ინსტრუმენტებით დაინტერესდა, რომელსაც ამერიკის საელჩო, USAID და U.S. International Development Finance Corporation (DFC) კომპანიებს სთავაზობენ. მისი კითხვები შეეხებოდა საკითხებს, თუ როგორ შეიძლება აღნიშნული შესაძლებლობა გამოყენებულ იქნეს, როგორც ფოთის თიზ-ის არსებული, ასევე ახალი პროექტებისთვის.

დავით ებრალიძემ  ელჩს მადლობა გადაუხადა ფოთის თიზ-თან მიმართებაში გამოხატული ყურადღებისა და თანამშრომლობისთვის და ფოთის თიზ-ში მიიწვია, რათა ადგილზე გაეცნოს არსებულ ინფრასტრუქტურას და მიმდინარე პროექტებს, ასევე დაესწროს აშშ-ში საქართველოს სალჩოს დახმარებით ამუშავებული თხილის გადამამუშავებელი ქარხნის ოფიციალურ გახსნას.
NS