23.სექტემბერი .2021 19:07

ფოთის თიზ-ის საინვესტიციო პოტენციალზე თურქეთში კონფერენცია გაიმართა

ფოთის თიზ-ის საინვესტიციო პოტენციალზე თურქეთში კონფერენცია გაიმართა
views 249
უკან

თურქეთის საგარეო ეკონომიკური ურთიერთობების საბჭოსა (DEIK – Foreign Economic Relations Board of Turkey) და ფოთის თავისუფალი ინდუსტრიული ზონამ სტამბოლში ფოთის თიზ-ის ეკონომიკური პოტენციალის შესახებ კონფერენცია გამართეს. 
ღონისძიებაში, მონაწილეობა მიიღეს საქართველო-თურქეთისა და თურქეთ-საუდის არაბეთის ბიზნეს საბჭოებმა. ასევე, როგორც უშუალო დასწრების, ასე Zoom პლატფორმის მეშვეობით, ღონისძიებაში ჩაერთო ოცდაათამდე მსხვილი თურქული კომპანიის წარმომადგენელი.

ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდა თურქეთში საქართველოს ელჩი გიორგი ჯანჯღავა. საელჩოს თანახმად, მან ხაზგასმით აღნიშნა ახალი ფორმატის -,,საქართველო - თურქეთი - ყურის ქვეყნები“ მნიშვნელობა, როგორც სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის, ასევე, საქართველოში ახალი ინვესტიციების მოზიდვის კუთხით.

"ფოთის თავისუფალი ინდუსტრიული ზონის გენერალურმა დირექტორმა, დავით ებრალიძემ, დამსწრე საზოგადოებას გააცნო ინდუსტრიული ზონის საინვესტიციო შესაძლებლობები და ისაუბრა სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის პერსპექტივებზე.

ღონისძიებაში, ასევე, Zoom პლატფორმის მეშვეობით, მონაწილოება მიიღო საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის ელჩმა, ფატმა ჯერენ იაზგანმა,"- ნათქვამია თურქეთში საქართველოს საელჩოს მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა